ლას პალმასი-რეალის შეხვედრის დროს 71-ე წუთზე, მაშინ როდესაც სამეფო გუნდი 1:2 იგებდა, რეალის თავკაცმა ზინედინ ზიდანმა მოედნიდან კრიშტიანუ რონალდუს გაყვანა გადაწყვიტა. დარჩენილ დროში ლას პალმასმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
მოედნიდან რონალდუ უკმაყოფილო სახით გავიდა და როგორც ესპანური მედია წერს სათადარიგო სკამზე მჯდარი მწვრთნელის მისამართით არც შეურაცხმყოფელ გამოთქმებს მორიდებია. ფეხბურთელი თამაშის ფრედ დამთავრებას და ქულის დაკარგვას სწორედ მწვრთნელის გადაწყვეტილებას აბრალებდა,
აღნიშნულ თემაზე კომენტარი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ზინედინ ზიდანმა გააკეთა და რონალდუს შეცვლის მიზეზები ახსნა. მისი თქმით ის რონალდუს უფრთხილდება, რადგან დროდადრო ფეხბურთელს დასვენება სჭირდება.
„ჩვენ შეხედრას ვიგებდით და გუნდის ლიდერს დასვენების საშუალება მივეცი, რადგან ძალიან რთული გრაფიკი გვაქვს და დასვენება აქედან გამომდინარე რონალდუსაც სჭირდება. კრიშტიანუს წყენა არა ცვლილებამ, არამედ დაკარგულმა 2 ქულამ გამოიწვია“- განაცხადა ზიდანმა.
როგორც ესპანური მედია წერს, რონალდუ ნამდვილად შეცვლის გამო იყო ნაწყენი და ამასთან დაკავშირებით, მან გასახდელში შესულ ზინედინ ზიდანსაც უსაყვედურა, რის შემდეგაც ზიდანმა „რეალის“ ლიდერს პირობა მისცა , რომ დორტმუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად 90 წუთი ათამაშებს.
ამ დროისთვის ლა ლიგას 6 ტურის შემდეგ 14 ქულით მადრიდის რეალი ლიდერობს, ბარსელონა კი მეორე პოზიციაზე იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები