ილია ჭავჭავაძის საფლავზე სარესტავრაციო სამუშაოები იწყება
საზოგადოება - 13:57, 26 Sep, 2016     1334
მთაწმინდის მწერალთა და მოღვაწეთა საზოგადო პანთეონში, ილია ჭავჭავაძის საფლავზე აღდგენა - რესტავრაციის სამუშაოები იწყება. საფლავზე დეკორატიული კედელი და ბრინჯაოს ქანდაკება 1912 წელს მოეწყო და როგორც არქივიდან ამოღებული მასალებიდან ირკვევა, მისი დაზიანება აშენებიდან მალევე დაწყებულა.

თბილისის მერიამ, თავდაპირველად, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოებისათვის კვლევითი ლაბორატორიის მომსახურება, ტენდერის შედეგების შესაბამისად, შპს ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრს დაუკვეთა. კომპანიას ძეგლებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კვალიფიციურმა სპეციალისტებმა ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინეს, თუ რა სახის სამუშაოებს საჭიროებდა საფლავის დაზიანებული ნაწილი, ასევე, რა მასალებისგან უნდა აღდგენილიყო საფლავის კედელი და იქვე მდებარე ი. ნიკოლაძის სიმბოლურ-ალეგორიული ხასიათის მონუმენტური ნამუშევარი - „მწუხარე საქართველო“.

კვლევის დასრულების შემდეგ, თბილისის მერიამ უშუალოდ სამუშაოების ჩატარება დაგეგმა და ტენდერის შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის საფლავზე აღდგენა - რესტავრაციის სამუშაოებს (ააიპ) ძეგლთა კვლევისა და კონსერვაციის ცენტრი განახორციელებს. ცენტრის სახელს უკავშირდება მრავალი ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაცია, მათ შორის, აღნიშნულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს სარესტავრაციო სამუშაოები აქვს განხორციელებული, როგორც არქიტექტურულ, ასევე, მონუმენტურ და ფერწერულ ძეგლებზე.

დღეს მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერი დავით ნარმანია ცენტრის წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა, სადაც პირადად, დეტალურად გაეცნო საფლავზე არსებულ მდგომარეობასა და ჩასატარებელ სამუშაოებს.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ილიას საფლავი და მისი მიმდებარე ტერიტორია იყო დაზიანებული და ჩვენ, სწორედ, ამიტომ დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები. აღდგენაზე მეცნიერებისა და პრაქტიკოსების ძალიან კვალიფიციური ჯგუფი იმუშავებს, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ააიპ-ში ერთიანდებიან. დაახლოებით ერთი თვეა ძირითადი სამუშაოების ვადა, ამინდების გაუარესებამდე უნდა დასრულდეს და აღდგეს. რესტავრაცია ჩატარდება ისე, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ძეგლი და გადავარჩინოთ ეს ყველაფერი განადგურებას,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მთაწმინდის პანთეონში, დღეს, მერთან ერთად, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42