შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მსჯავრდებულებს კონსულტაცია გაუწიეს
საზოგადოება - 13:40, 26 Sep, 2016     1289
40-მდე მსჯავრდებულს, სასჯელაღსრულების 7 სხვადასხა დაწესებულებაში, მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭათ. ამასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, 20-23 სექტემბერს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ღონისძიების ფარგლებში, პატიმრებს, დაბეგვრის შეღავათიანი წესის შესახებ, გაეწიათ კონსულტაცია. მსჯავრდებულებს განემარტათ, რომ მინიჭებული სტატუსით, გათავისუფლების შემდგომაც შეუძლიათ ისარგებლონ.

მსჯავრდებულთა რეგისტრაცია, როგორც გადამხდელ ფიზიკურ პირად, ასევე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის www.rs.ge - ის მომხმარებლად, მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე განხორციელდა.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებით, მსჯავრდებულებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ შექმნილ ონლაინ მაღაზიაში, პენიტენციურ დაწესებულებაში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციის უფლება მიეცათ. მათ რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალზე, საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ მოუწევთ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #96 დადგენილების 13 მუხლის საფუძველზე, ბრალდებულები/მსჯავრდებულები გათავისუფლდნენ საგადასახადო ორგანოს მიერ, მიკრო ბიზნესის სატატუსის მინიჭებისათვის, დამტკიცებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42