როგორ გავაჩინოთ შვილი ნიუ-იორკში ან ტოკიოში?
საზოგადოება - 10:41, 26 Sep, 2016     7792
ნიუ-იორკი, ტოკიო... - ეს საოცნებო გარემო ქართველი დედებისთვის მალე რეალობად იქცევა. სად გინდათ რომ თქვენი პატარა დაიბადოს? - მანჰეტენის ურბანულ გარემოში თუ გაყვავილებული საკურას ბაღში, ეს უკვე დედის გადასაწყვეტი იქნება. მსოფლიოს მეგაპოლისები და კომფორტული სახლური გარემო - ასეთია ახალი სამშობიარო სახლის PINEO Luxury-ს კონცეფცია, რომელიც საქართველოში ერთადერთია მისი უნიკალურიბით.


ნოვატორულ და რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებზე ცნობილი მეან-გინეკოლოგი და ახალი სამშობიარო PINEO Luxury-ს დირექტორი ზაზა სინაურიძე საუბრობს.


სამშობიარო სექტორის მიმდინარე ტენდენციებმა გვიბიძგეს იმისაკენ, რომ შეგვექმნა აბსოლიტურად განსხვავებული და უნიკალური ტიპის სამშობიარო საქართველოში, ამიტომ მე-4 სამშობარო სახლის ბაზაზე შევქმენით მაღალკვალიფიციური, მრავალპროფილიანი საავადმყოფო, სადაც სულ მალე ფუნქციონირებას PINEO Luxury დაიწყებს.

PINEO Luxury-ს დაარსების მთავარი იდეა არის ის, რომ ორსულს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი და საიმედო ადგილი, სადაც იგი თავს იგრძნობს დაცულად, რათა მშობიარობამ შიშისა და სტრესის გარეშე ჩაიაროს. ამის მისაღწევად კი პალატების ნაცვლად შექმნილია ოთახები, რომლებიც მოწყობილია ისე, რომ ორსულმა თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში, სადაც ზრუნვა, უსაფრთხოება და პროფესიონალიზმი არის პირველ ადგილას. დიზაინი შემუშავებული და ადაპტირებულია სწორედ იმისათვის, რომ შეიქმნას სახლის ატმოსფერო. ყოველი სამედიცინო ნივთი, რომელიც კლინიკასთან ასოცირდება განთავსებულია შეუმჩნეველ ადგილას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია მაღალკვალიფიციური პერსონალი - ქალბატონები, რომლებსაც მუშაობის მინიმუმ 15 წლიანი გამოცდილება აქვთ და ზუსტად იციან თუ რა სჭირდება ორსულ ქალს, როგორ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ და ბედნიერად.

მსოფლიო კვლევებმა აჩვენა, რომ მშობიარობა ნაკლებ სტრესული და შესაბამისად ნაკლებად რისკიანი ხდება, როცა მშობიარე თავს მისთვის ნაცნობ გარემოში ანუ სახლში გრძნობს. მოცემული სახლის კონცეფცია, რა თქმა უნდა, არ არის ჩემი იდეა. ეს არის თანამედროვე, პროგრესული მსოფლიოს ტენდენცია, რომელსაც სათავე ჩაეყარა სკანდინავიაში, ხოლო შემდეგ უკვე ბრიტანეთმა და აშშ-მაც აიტაცეს. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ის კონცეფცია, რომლის გამოყენებაც უნდა დაინერგოს და გახდეს ყველასათვის ხელმისაწვდომი საქართველოშიც.

ეს არის იდეა, რომელიც მხარს უჭერს საიმედო ატმოსფეროში ბუნებრივ მშობიარობას, რომელიც შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ გავუქროთ საქართველოს მომავალ დედებს მშობიარობის შიში. ამიტომ ჩვენ შევქმენით მაღალტექნოლოგიური, ევროპული სტანდარტების სამშობიარო, თბილი და კომფორტული პალატებით. ნიუ-იორკი, ტოკიო, ჟენევა - პალატების სახელებია და ისინი შესაბამისი დიზაინით არის მოწყობილი. მშობიარესთვის არანაირი განცდა არ არსებობს, რომ საავადმყოფოში იმყოფება. სამედიცინო მიდგომით რომ შევხედოთ, როდესაც ქალი კომფორტულადაა აღარ ნერვიულობს, რაც ამცირებს გართულებების ფაქტორს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქვე არის ნევროლოგია, ქირურგია, კარდიოლოგია და დიდებისა და ბავშვთა რეანიმაციის ბლოკებიც.

ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ფაქტორია ოჯახის წევრებისა და ნათესავების მუდმივი გვერდში დგომა და ზრუნვა ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში. სასურველი ადამიანების გვერდით ყოფნა ფეხმძიმეს უმარტივებს ამ პერიოდის დაძლევას და უხსნის სტრესს. მშობიარობა არის მოვლენა, რომელიც თითოეული ოჯახის წევრისათვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითაც PINEO Luxury გამოირჩევა, მდგომარეობს სამედიცინო პროცესის მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებით მედიცინასთან შესაბამისად აგებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ორსულისთვის არც ერთი აბი არ იქნება განმარტების გარეშე დანიშნული.



მოკლედ რომ ვთქვათ, PINEO Luxury - არის უმაღლესი ხარისხის სამედიცინო დაწესებულება უნიკალური კონცეფციითა და მიდგომებით, სამშობიაროს მდებარეობითა და ეკოსისტემით, რომელიც მის ირგვლივაა. თბილისის მერიის ოფიციალური მონაცემებით, ორთაჭალა არის რიგით მეორე ეკოლოგიურად სუფთა რაიონი. არც თუ ისე ბევრისათვის არის ცნობილი, რომ PINEO Luxury-ს უკან არის გაშენებული ერთი ჰექტარი ფიჭვის ხე, რაც ახალშობილისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42