თბილისის ულამაზესი, ისტორიული უბანი აღდგენილია. პირვანდელი სახით აღდგა 47 ისტორიული შენობა, რომელთა შორის 38 - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მთლიანად შეიცვალა და აღდგა შენობების სახურავები, კონსტრუქციულად გამაგრდა შენობა-ნაგებობები, ავთენტური იერსახით აღდგა შენობების ფასადები და მათზე არსებული ისტორიული ორნამენტები. სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ძველებურ აივნებს, კარებს და ჭიშკრებს. მაღალი ხარისხის მასალით შეიცვალა შენობების ვიტრაჟები და კარ-ფანჯარა. რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიულ სადარბაზოებს, აღდგა რეაბილიტაციის პროცესში სადარბაზოებსა და ფასადებზე აღმოჩენილი მხატვრობები და ისტორიული წარწერები, განხორციელდა ეზოების კეთილმოწყობა. გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა - გაზის, წყლის, საკანალიზაციო მილები, ინტერნეტ და სუსტი ელექტროქსელები. მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რომლის არარსებობის გამოც შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას საფრთხე ექმნებოდა.
















მასალის გამოყენების პირობები






