N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის სამედიცინო პრევენციული გამოკვლევები ჩატარდა
საზოგადოება - 14:50, 25 Sep, 2016     1121
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო პრევენციული გამოკვლევები ჩატარდა.

პრევენციული გამოკვლევების ფარგლებში, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მომსახურება 12-მა სხვადასხვა პროფილის ექიმ-კონსულტანტმა გაუწია, მათ შორის ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, უროლოგი, რენტგენოლოგი, რევმატოლოგი, ტრავმატოლოგი, ფსიქიატრი, ნეიროქირურგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, გასტროენტეროლოგი, დერმატოლოგი და სხვა. ჩატარდა სულ 162 კონსულტაცია, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებიც.

პრევენციული გასინჯვების მიმდინარეობის პროცესს დაწესებულებაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე დაესწრნენ.

თამთა დემურიშვილის განცხადებით, მსგავსი გამოკვლევები ყოველ ექვს თვეში ტარდება, N3 დაწესებულებაში კი, უკვე მეორედ მიმდინარეობს.

„პენიტენციურ სისტემაში უკვე ორი წელია სისტემატიურად მიმდინარეობს სამედიცინო პრევენციული გამოკვლევები. აღნიშნული აქციის ფარგლებში, N 3 დაწესებულებაში 12 სხვადასხვა პროფილის ექიმი იმყოფება, მათ შორის არიან როგორც ჩვენი კონსულტანტი ექიმები სამოქალაქო სექტორიდან, ასევე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო კონსულტაციების გარდა, დიაგნოსტიკური კვლევებიც ტარდება“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ლევან გორგილაძის განცხადებით, პრევენციული გამოკვლევების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია და ის ხელს უწყობს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.

„ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროფილაქტიკური გასინჯვები, ასევე, ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩატარდა. მსგავსი აქცია პერიოდულად ტარდება და მისი მიზანია დაავადებების დროულად გამოვლენა, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს წარმატებულ მკურნალობას“, - განაცხადა ლევან გორგილაძემ.

პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების, დაავადებების ადრეული დიაგნოსტირებისა და პრევენციის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო პრევენციული გამოკვლევები 2015 წელს დაიწყო. ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უწევენ, როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო პერსონალი ასევე, სამოქალაქო სექტორის წამყვანი კლინიკების ექიმ-სპეციალისტები, მათ შორის: ნევროლოგი, უროლოგი, ნარკოლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, მამოლოგი, ალერგოლოგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, ინფექციონისტ-გასტროენტეროლოგი და სხვა. საჭიროების შემთხვევაში, ტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევებიც. წლის ბოლომდე, აღნიშნული აქცია ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42