ყოველწლიური შეხვედრის მიმდინარეობისას დაგეგმილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის, როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მმართველის სიტყვით გამოსვლა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი შეხვდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, სუმა ჩაკრაბარტი, EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს საბანკო საკითხებში ფილიპ ბენეტს.
ნოდარ ხადური ასევე შეხვდება ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID) წარმომადგენლებს, ტაივანის დელეგაციას. გაიმართება მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ევროპისა და აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯეფ ბეიკერთან.
დაგეგმილია ნოდარ ხადურის ორმხრივი შეხვედრები "დოიჩე ბანკის" და "სითიჯგუფის", ასევე ჟურნალ "ევრომანის" გამომცემელთა ჯგუფის წარმომადგენლებთან.
მასალის გამოყენების პირობები






