კონფერენცია მოიცავს ორ თემას: 1. გეოპოლიტიკის გავლენა რეგიონის ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებაზე და 2. რბილი ძალის გამოყენება დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი, „საქართველოს დღიურების“ (Georgian Diaries) ავტორი ტომას გოლცი; თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლევენთ გუმრუკჩუ; ფრანგი ჟურნალისტი და მწერალი, ჟურნალ „ფიგაროს“ (Figaro) კორესპონდენტი რეგი ჟენტე; საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი ბათუ ქუთელია, ნატოს თავდაცვის გაძლიერების პროგრამის წარმომადგენელი (NATO Defense Capacity Building program) სანდრა ხადური; საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, სალომე სამადაშვილი; მედიის განვითარების ფონდის (MDF) გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის მკვლევარი (GFSIS) ნოდარ ხარშილაძე.
ღონისძიებას გახსნის ფონდი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ დირექტორი ნინო კალანდაძე. კონფერენიას დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო დიმპლომატიური მისიების და მედიის წარმომადგენლები.
კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური, უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.
მასალის გამოყენების პირობები






