23-25 სექტემბერს “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ პროექტის - „ტრადიციული რეწვა, პლატფორმა ეკონომიკური განვითარებისთვის“ და ევროკავშირის პროექტის Investing in People პროგრამის ფარგლებში, ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის I საერთაშორისო სამიტი “ეთნოფესტი 2016” გაიმართება.
ღონისძიების ოფიციალური გახსნა 23 სექტემბერს 12:00 საათზე საგამოფენო ცენტრ „ ექსპოჯორჯიას“ #5 პავილიონში (მის: წერეთლის გამზირი 118) .
ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის I საერთაშორისო სამიტი არის ხელნაკეთი ნივთების ფართომასშტაბიანი გამოფენა სამხრეთ კავკასიაში. რეგიონისთვის ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ერთ სივრცეში გაერთიანდება ტრადიციული რეწვის, გამოყენებითი დეკორატიული ხელოვნებისა და დიზაინის პროდუქცია; ახლებურ კონტექსტში წარმოჩნდება შემოქმედებითი ინდუსტრიისა და კულტურის როლი მდგრადი სოციალურ ეკონომიკის განვითარების სფეროში.
ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის I საერთაშორისო სამიტში მონაწილეობას იღებენ ხელნაკეთი ნივთების ოსტატები საქართველოდან, მწარმოებლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტები, დიზაინერები და ბაიერები, რომელთა გამოცდილებაც საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებსა და ზოგადად, რეწვისა და დიზინის პროდუქციის ბიზნესის შესახებ, მნიშვნელოვნად გაამდიდრებს მონაწილეების ცოდნას და გამოცდილებას.
პროექტის მიზანია:
ტრადიციული ხელოსნობის და გამოყენებითი ხელოვნების უძველესი ტრადიციების შენარჩუნება და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება;
საერთაშორისო ბაზარზე ქართული ტრადიციული რეწვის ნაწარმის ცნობადობის გაზრდა;
საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ხელნაკეთი ნივთების ოსტატებისთვის მოტივაციის ამაღლება, მათთვის ახალი კონტაქტებისა და ახალი საბაზრო პლატფორმის შექმნის ხელშეწყობა;
ამიერკავკასიაში ტრდიციული რეწვის და დიზაინის ბიზნეს ფორუმის ჩამოყალიბება, რომელიც მსგავსი ტიპის სასაჩუქრე-სასუვენირო საერთაშორისო გამოფენა/ბაზრობების სიაში ჩაეწერება.
საერთაშორისო ბაზარზე წვდომისა და ამ სფეროში კავშირების ხელშეწყობის მიზნით, ექსპოს პრალელურად, სამიტზე გაიმართება პროფესიული ვორკშოპები, საკომუნიკაციო შეხვედრები, საჯარო ლექციები, პრეზენტაციები და სხვადასხვა აქტიობები.
25 სექტემბერს სამიტის დახურვის ღონისძიებაზე გამოცხადდება კონკურსის - `საუკეთესო სტენდი~ გამარჯვებული, რომლის გამოვლენისას პრიორიტეტი მიეცემა, როგორც ექსპოზიციის დიზაინს, ბიზნეს ინფორმატიულობას, ასევე სტენდზე მონაწილეების ურთიერთთანამშრომლობას და კოოპერაციას.
სამიტი ხორციელდება ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "ტრადიციული რეწვა საქართველოში, პლატფორმა ეკონომიკური განვითარებისათვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის Investing in People პროგრამის მიერ.
პროექტის პარტნიორები: თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ფონდი.
ასოცირებული პარტნიორები: საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭო –საქართველო.
სამიტის თანაორგანიზატორები და თანადამფინანსებლები: საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის საკრებულო, თბილისის მერია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, აშშ საელჩო საქართველოში, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში და თბილისის თანამედროვე ცეკვის და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალი.
მასალის გამოყენების პირობები






