თბილისის მერია მოსწავლეთა უფასო სამგზავრო ბარათების გაცემის პროგრამას აგრძელებს
საზოგადოება - 12:44, 22 Sep, 2016     16874
თბილისის მერიის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო და შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას, გრძელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა ბრიფინგი გამართა.

პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას (მეტრო, ავტობუსი, საბაგირო გზა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების, მათ შორის, მოსწავლეების, შშმ პირების, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის უზრუნველყოფას.

„თბილისის მერიის შეღავათიანი მგზავრობის ბარათებით მოქალაქეთა 26 კატეგორია, სულ, 560 ათასი ბენეფიციარი სარგებლობს“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

ნინა ხატისკაცის განცხადებით, თბილისის მერიასა და „საქართველოს ბანკს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, მოსაწავლეთა ახალ იდენტიფიცირებულ უფასო მგზავრობის ბარათებს გასცემს „საქართველოს ბანკი". მემორანდუმის თანახმად, „საქართველოს ბანკმა" მოსწავლეთა ახალი სამგზავრო ბარათების გაცემა უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2016 წლის 16 ოქტომბრისა. მოსწავლეებზე გაცემული ძველი ბარათები 16 ოქტომბრიდან გაუქმდება.

ახალი სამგზავრო ბარათების ასაღებად მშობელმა ან უფლებამოსილმა პირმა უნდა მიმართოს თბილისში „საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრებს (გარდა ,,ექსპრეს-ბანკის“ ფილიალებისა).

მოსწავლეებს ავტობუსით, მეტროთი და საბაგირო გზით უფასო მგზავრობის გარდა, ბარათზე თანხის ჩატვირთვის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ ბარათი გამოიყენონ სკოლის სასადილოში. გარდა ამისა, ბარათის მფლობელი შეღავთიანი ფასებით ისარგებლებს სავაჭრო ცენტრებში, მათ შორის, წიგნის მაღაზიებში, ასევე:

· მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაერთოს „საქართველოს ბანკის“ sCool Card-ის სკოლის სპეციალურ ტრენინგებში;

  • დააგროვოს sCool-ები მაღაზიებში გადახდისას. დაგროვილი ქულები კი, სასურველ ნივთებში გადაცვალოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42