მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მამა მარტო ზრდის შვიდ შვილს!
საზოგადოება - 16:16, 21 Sep, 2016     75873
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელია ზრუნავს მათზე, ვინც ცხოვრებაში თავის პრობლემებთან პირისპირ დარჩა.

ისტორია ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ ძალიან მძიმე და ტრაგიკულია. თავისი ამბის მოყოლისას, 7 შვილის მარტოხელა მამა რუსლან ვეკუა, ცრემლებს ძლივს იკავებდა...

„საღამოს, ბავშვებს სამსახურიდან რომ დავურეკე მითხრეს, რომ დედას ეძინა და ჯერ არ ამდგარიყო. გულმა მაშინვე მიგრძნო რომ უბედურება დაგვატყდა თავს. სახლში რომ მივედი, ირმა საწოლში იწვა, ბავშვები კი გვერდით ისხდნენ და ჩუმად თამაშობდნენ. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ მათ დედა აღარ ჰყავდათ. მაშინ უფროსი ლიკა 10 წლის იყო, ლიზიკო კი – 5 თვის. მათ არ იცოდნენ, რომ დედიკო ვეღარ მოეფერებათ და ვერ ჩაიხუტებს გულში... როგორ გადავრჩი იმ დღეს და გული როგორ არ გამისკდა არ ვიცი. ორი წელი გავიდა მას მერე, ორი საშინელი და ყველაზე მძიმე წელი...“

ვეკუებს დიდი და ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. რუსლანი მუშაობდა, ეკლესია–მონასტრების მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას. ირმა ბავშვებზე ზრუნავდა. ოჯახური იდილია ირმას უეცარმა ავადმყოფობამ დაანგრია. ღვიძლის დაავადებამ სამ თვეში 7 შვილის დედის სიცოცხლე შეიწირა. დაობლდა შვიდი ბავშვი: 10 წლის ლიკა, 9 წლის ლუკა, 7 წლის ვიკა, 5 წლის გიორგი, 4 წლის ილია, 2 წლის მარიამი და 5 თვის ლიზი.

უფროსი გოგონა მამას ყველაფერში ეხმარება. ერთად ამზადებენ საჭმელს, ალაგებენ სახლს და პატარებსაც ერთად უვლიან. ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, მძიმე საყოფაცხოვრებო პრობლემები ემატება. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, რუსლანი ვერ ახერხებს მუშაობას, მას არ შეუძლია შვიდი შვილის მარტო დატოვება. ზოგჯერ მშენებლობაზე მუშაობს, მაგრამ პატარა ლიზის მაშინაც ვერ ტოვებს და თან დაჰყავს.

„ლიზი სულ ჩემს გვერდითაა, ერთად დავდივართ სამუშაოდ, სათევზაოდ, ტყეში შეშის მოსატანად“ – ამბობს რუსლანი და ლიზის ეხუტება, რომელიც მამას არ სცილდება.

ნახევრად აშენებულ სახლში ცხოვრობენ. მიუხედავად სიდუხჭირისა, სახლი სუფთაა და მყუდრო. იატაკი მოპრიალებულია, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი.

„ძალიან მიჭირს მარტოს, მუდმივი შემოსავლის გარეშე შვიდი ბავშვის გამოკვება. ამ ორი წლის განმავლობაში ბავშვებისთვის ტკბილეულიც კი არ მიყიდია, სათამაშოებზე რომ არაფერი ვთქვა. ამ მძიმე პერიოდში თქვენი მხარში დგომა მჭირდება. ბავშვები მალე წამოიზრდებიან, მე სამსახურის შოვნას შევძლებ და ჩვენი ოჯახი ფეხზე დადგება“

ჩვენ ვალდებულნი ვართ დავეხმაროთ ამ ოჯახს და მხარში დავუდგეთ ამ მძიმე დროს. ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას. ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. მათ საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი სჭირდებათ.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ამ ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ვეკუების ოჯახი) ან პირდაპირ საიტიდან https://fsp.ge/ge/donate/151/

მართალია ამ ბავშვებს ჩვენ დედას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ შევძლებთ ცხოვრება შევუმსუბუქოთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42