მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში ინდივიდუალურ საქმიანობას მიკრო ბიზნესის სტატუსით განახორციელებენ
საზოგადოება - 14:02, 21 Sep, 2016     1152
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, „პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მსჯავრდებულებს, რომლებიც პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ინდივიდუალურ საქმიანობას ეწევიან, მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭათ. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მსჯავრდებულები საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრებიან და საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

ფინანსთათა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მსჯავრდებულებისთვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება სპეციალურ, დაბეგვრის შეღავათიან რეჟიმს უზრუნველყოფს. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მადინა მაყაშვილის თქმით, მიკრო ბიზნესის სტატუსი მსჯავრდებულებს საშუალებას მისცემს შეღავათებით პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგაც ისარგებლონ.

„შემოსავლების სამსახურმა მხარი დაუჭირა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივას მსჯავრდებულებზე მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე. გამოიცა ბრძანება, რომლის შესაბამისადაც მსჯავრდებულები მომსახურების საფასურის გადახდისგან გათავისუფლდნენ“, - აღნიშნა მადინა მაყაშვილმა.

მსჯავრდებულთა განცხადებით, მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება მათ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციასა და ამ გზით შემოსავლის მიღებაში შეუწყობს ხელს. შეღავათებით სარგებლობის უფლება კი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანობისთვის დამატებითი მოტივაციაა.

პირველ ეტაპზე, მსჯავრდებულთათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5, N6, N17, N15, N8, N12 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელდება.

„პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნაკეთობების რეალიზაციის მიზნით ვებგვერდი - online.moc.gov.ge ამოქმედდა. შედეგად, მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ ხის საწარმოში წარმოებული ნივთების ყიდვა ონლაინ არის შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42