„იმ ტოტს ჭრით რომელზეც სხედხართ! ეს თქვენი პასუხისმგებლობაა! გამოვფხიზლდეთ!“- რაჭველიშვილი
საზოგადოება - 12:53, 21 Sep, 2016     2242
„ჩვენს ქალაქში ვინმემ რომ გამონაბოლქვს და სამშენებლო მტვერს ოდორანტი დაუმატოს, როგორც იმ დღეს გაზს დაამატეს და დადგეს ქალაქში ზუსტად იმის ექვივალენტური სუნი რა რაოდენობის მომწამვლავ ნივთიერებებსაც ვსუნთქვთ, მერე მაინტერესებს შედეგები!“ - წერს სოციალურ ქსელში ანიტა რაჭველიშვილი და თბილისელებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.
ანიტა რაჭველიშვილი: „ისევ ასე უმოქმედოდ ისხდებით თბილისელები?! ისევ გეგონებათ რომ ეს თქვენ არ გეხებათ და ამ "საცოდავმა" და "სასაცილო" 100 კაცმა "იღლაბუცოს" თქვენი და თქვენი შვილების მომავლისთვის?!
სანამ თქვენ გადაადგილდებით გაუმართავი მანქანებით, სანამ მდიდარი სამშენებლო კომპანიები ჭრიან ჯანმრთელ ხეებს, სანამ 200 მეტრის გასავლელად სხდებით თქვენს გაუმართავ მანქანებზე. სანამ სადაც მოგინდებათ იქ ყრით ნაგავს, იქამდე არაფერი ეშველება ჩვენს საზოგადოებას!
სანამ თქვენი ცხვირის მიღმა ვერაფერს დაინახავთ და ჩვენ დაგვცინებთ და რაღაც მარაზმს დაგვაბრალებთ, იქამდე მხოლოდ ჩვენ ვართ ვინც ცდილობს გარემოზე იზრუნოს. იმავე ტოტს ჭრით რომელზეც სხედხართ და ვერც კი ხვდებით!
დროა საზოგადოება აქტიურად და მასიურად ჩაერთოს ეკოლოგიაზე ზრუნვის პროცესში!
დროა ყველა გამოვფხიზლდეთ! ყველა საშინელი დაავადება რომელიც ბოლო წლებში გავრცელდა ჩვენი სავალალო ეკოლოგიური მდგომარეობის ბრალია! ნუთუ ეს შეიძლება არ გაღელვებდეთ ხალხო!!!
ეს თქვენი პასუხისმგებლობაა! თითოეული თქვენთაგანის!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42