თბილისში კიდევ ერთი სკვერი კეთილმოეწყო
საზოგადოება - 12:10, 21 Sep, 2016     3079
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან და დიდუბის რაიონის გამგებელთან ირმა ზავრადაშვილთან ერთად წერეთლის გამზირის N78-ის მიმდებარედ რეაბილიტირებული სკვერი გახსნა. სკვერი „დიდუბობის“ ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა, რომელიც დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით დღეს აღინიშნება.

„ჩვენს ქალაქს წერეთლის გამზირზე შეემატა კიდევ ერთი კომფორტული სკვერი, რომელიც განსაკუთრებით ლამაზია თავისი დეკორაციებითა და დენდროლოგიით იმ უამრავ სკვერს შორის, რომელთა რეაბილიტაცია მერიამ წელს განახორციელა. კეთილმოწყობის სამუშაოებზე 120 000 ლარი დაიხარჯა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. მათ ამ მყუდრო და კეთილმოწყობილ სკვერში სრულფასოვანი დასვენებისა და სკვერში განთავსებული „მცირე ბიბლიოთეკის“ საშუალებით კითხვის საშუალებაც აქვთ“ -განაცხადა დავით ნარმანიამ.

სკვერის სრული რეკონსტრუქცია მერიის ინიციატივით მიმდინარე პარკ-სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და ერთი კვირის წინ დაასრულა.

რეკონსტრუქციის ფარგლებში სკვერი სრულად კეთილმოეწყო. დამონტაჟდა თანამედროვე საბაღე ფურნიტურა და განათების სისტემა. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ნიადაგს გაუკეთდა სხვადასხვა ფერის მულჩირება. რეაბილიტირებულ სკვერში საბავშვო გასართობი და სავარჯიშო ზონები მოეწყო, სადაც ატრაქციონები და ტრენაჟორები განთავსდა. ტერიტორია ბუჩქებითა და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით გამწვანდა. სკვერში მოეწყო დეკორატიული საფეხმავლო ხიდი და ჭადრაკის დაფა, ასევე, განთავსდა სხვადასხვა ფრინველისა და ცხოველის დეკორატიული ფიგურები.

კეთილმოწყობილ სკვერში განთავსდა “მცირე ბიბლიოთეკა” წარწერით – “დააბრუნე ან შეცვალე“. ვიზიტორებს შეუძლიათ, სკვერში დასვენების დროს უფასოდ წაიკითხონ წიგნები ან სახლში წაიღონ და სანაცვლოდ სხვა წიგნი დააბრუნონ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42