თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
საზოგადოება - 13:50, 20 Sep, 2016     1772
კრწანისის ქუჩაზე ახალ, №20 საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყო. კრწანისის №21-ში ახალაშენებული საბავშვო ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, ასევე, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.

დავით ნარმანიამ აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ახლადგახსნილი დაწესებულება სტუმრებთან ერთად დაათვალიერა.

„კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დავასრულეთ და მოვაგვარეთ უბანში არსებული საბავშვო ბაღის პრობლემა, რითაც 250-მდე ბავშვი და მათი მშობლები გავახარეთ. აშენდა ძალიან თანამედროვე საბავშვო ბაღი, სადაც ყველანაირი პირობაა სააღმზრდელო პროცესის მაღალი სტანდარტებით წარმართვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ბაღში გახსნილია ყველა ასაკობრივი ჯგუფი. ასე რომ, აღსაზრდელებს თანამედროვე წესებისა და მოთხოვნების შესაბამისი ბაგა-ბაღი მოემსახურება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

№20 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა 2002 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მძიმედ დაზიანდა და ამ დრომდე ბაღი ნაქირავებ შენობაში ფუნქციონირებდა.

კრწანისის #21-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე არასტანდარტული შენობა აშენდა, რომელიც დღეიდან 200-ზე მეტი ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს.

ბაღში შექმნილია აღსაზრდელთა 6, მათ შორის ერთი ბაგას ჯგუფი.

საბავშვო ბაღში დასაქმდა 40-მდე ადამიანი. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

მე-20 საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ 5 ახალ ბაღს შორის, რომელიც თბილისს წელს შეემატა. შემოდგომაზე ფუნქციონირებას კიდევ 2 ახალი საბავშვო ბაღი დაიწყებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42