როგორც „ნიუპოსტს“ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტმა თამარ ავალიანმა განუცახადა, მარნეულის მუნიციპალიტეტში, 17 წლის ორსული გოგონა ქმრის 47 წლის ნათესავმა გააუპატიურა.
ავალიანის განცხადებით, "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" სწრაფი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას შესაბამისი ღონისძიებების გატარების, არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტის ეფექტური და დროული გამოძიების წარმოების მოთხოვნით მიმართა, თუმცა ადვოკატის თქმით, მოძალადე ამ დროიმდე დაუსჯელია საქმის გამოძიება კი ჭიანურდება.
"ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი ორსული - არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზით დადასტურდა, რომ დანაშაული დაზარალებულის ქმრის ნათესავმა ჩაიდინა”- აცხადებს ადვოკატი.
თამარ ავალიანი სამართალდამცავებს მოუწოდებს, დამნაშავე დროულად დააკაონ, რადგან მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ის სასჯელის მოხდის თავიდან აცილების მიზნით მიიმალოს.
„მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირს დაუყივნებლივ წაუყენონ ბრალი“- განაცხადა ადვოკატმა.
თამარ ავალიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპლექტსური ექსპერტიზის პასუხი ცნობილია და 9 მოწმე დაიკითხა მსხვერპლისთვის დაზარალებულის სტატუსი არ არის მინიჭებული.
„საკმარისი მტკიცებულება არსებობს, რომ მოძალადეს ბრალი წარედგინოს, ეს არის ტენდედნცია არა მარტო ამ საქმეზე, არამედ ქალთა მიმართ ძალადობის სხვა საქმეებზეც. შს სამინისტრო და პროკურატირა აჭიანურებს გამოძიების პროცესს, არ გვაქვს წვდომა საქმის მასალებზე, სქაქმის გამოძიება და მასალების სასამართლოში წარდგენა კი არ ხდება. ასევე გვაქვს საქმეები სადაც პოლიციელთა უმოქმედობა იკვეთება. მსგავსი საქმეები გვაძლევს ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რომ პოლიცია და პროკურატურა ხელს აფარებს დამნაშავეებს“- აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
თამარ ავალიანის ინფორმაციით, არასრულწლოვანს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნება და სპეციალისტის დახმარებას საჭიროებს.
ავალიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოძალადე კანონის წინაშე არ დაისჯება და მისი დაკავება არ მოხდება ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






