საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად თეიმურაზ ტუღუშის დასახელებას იურისტების ნაწილი ეხმაურება. ლევან ალაფიშვილის განცხადებით, იგი ფლობს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ტუღუშს ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ლობირებენ:
"ამ დაჯგუფების საბოლოო მიზანი არის დღეს მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა აქვს დარჩენილი, მისი გაპირველკაცება საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის მურუსიძე-ჩინჩალაძე-თავაძის მთავრობის მიერ წახალისებული და მხარდაჭერილი პროექტი,“- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ თეიმურაზ ტუღუში აირჩია. პლენუმის 15 წევრიდან დღეს სხდომას 14 მოსამართლე ესწრებოდა, სრული უმრავლესობის გადაწყვეტილებით მოხდა ტუღუშის არჩევა.
მასალის გამოყენების პირობები






