„მომავალი მეხსიერება“ - წლევანდელი ფესტივალის თემაა, რომლის ირგვლივ ხელოვანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გაერთიანდნენ. „ფესტინოვა 16-ზე“ ქართველი და უცხოელიარტისტების მიერ შექმნილი 11 ნამუშევარია წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ფორმატშია შესრულებული. წელს ფესტივალზე პირველი გერმანული კონცეპტუალური პავილიონიც გაიხსნა.
ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი სოფელ გარიყულაში 2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მისიმიზანი თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია, ხელოვანებისთვის საერთაშორისო პლატფორმის შექმნა და კულტურული ურთიერთობების გაღვივებაა. „ფესტინოვა 16“ წელს დამთვალიერებელს სამი კვირის განმავლობაში, 8 ოქტომბრამდე ელოდება.
თიბისი ბანკი უკვე მეოთხე წელია „ფესტინოვას“ პარტნიორი და მხარდამჭერია. წელს ბანკის ინიციატივით, სოფელ გარიყულაში „არტვილა გარიყულას“შენობის ერთი ნაწილის, კერძოდ კოშკის განახლება-რესტავრაცია იგეგმება. სარესტავრაციო სამუშაოებს სპეციალურად ამ პროექტისთვის მოწვეული ფრანგი რესტავრატორი, შარლ ანრი კორადელო გაუძღვება. სამუშაო პროცესში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის მიმართულებისსტუდენტებიც ჩაერთვებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს პრაქტიკული ცოდნა გაიღრმავონ.
ბოლგარსკების სასახლე („არტ ვილა გარიყულა“) 1885 წელს სამოქალაქო ინჟინერმა, ვასილ ბოლგარსკიმ საკუთარი პროექტით ააშენა და მას არქიტექტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. შენობის ყველაზე სახასიათო ელემენტი კოშკია, რომელიც თავდაპირველად სანათურის ფუნქციას ასრულებდა და ის სოფლის სხვადასხვა ადგილიდან მოჩანდა. კოშკის ხის დეტალები მთლიანად არის შესაცვლელი და შესაბამისობაშია მოსაყვანი მის პირვანდელ იერსახესთან. აშენებიდან დღემდე შენობას არ ჩასტარებია სისტემური რესტავრაცია.
თიბისი ბანკის მხარდაჭერით კოშკი ორ წელიწადში დაიბრუნებს პირვანდელ სახეს და ის საზეიმოდ გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები