„37 წლის ასაკში დანგრეულმა ურთიერთობებმა გამომაფხიზლა “ - ნანუკა ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუასთან დაშორებაზე
საზოგადოება - 14:13, 19 Sep, 2016     56295
ისე ვიბრძოლე, ბევრი რომ ვერ შეძლებს. ექვსი თვის განმავლობაში ჩვეულებრივი, რიგითი ჯარისკაცი გავხდი... - ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი „თბილისელებთან“ და თავის პირადზე გულახდილად საუბრობს.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „"როდესაც ვთქვი, რომ პირად ცხოვრებაში მქონდა პრობლემები, უკვე გავლილი მქონდა ექვსთვიანი პერიოდი. თავიდან არ გავახმაურე - ჯერ ერთი, პრობლემის მოგვარების და დალაგების იმედი მქონდა, მეორეც, თავად მან მთხოვა, ეს თემა ჯერ არ გამეხმაურებინა.

მარტიდან აგვისტომდე მე და ირაკლიმ ტაიმაუტი ავიღეთ. აგვისტოში მივხვდი, რომ ჩვენს ურთიერთობაში უკვე ხანძარი გაჩაღდა. ეს იყო ურთულესი პერიოდი. ბევრი ვცადე, მაგრამ მკვდარს ხომ არაფერი ეშველება. მე მის თხოვნას მაინც ვასრულებდი. მერე ვიფიქრე, თუ თვითონ აძლევს თავს უფლებას, იცხოვროს უცოლო კაცივით, მე რატომ უნდა ვიცხოვრო ქმრიანი ქალის სტატუსით და პასუხისმგებლობებით-მეთქი, როცა ეს ამბავი ხალხმა გაიგო, უკვე მოლეულ-დამთავრებულ-ნატირალ-ნანერვიულებელი ვიყავი. არავინ იცოდა, ორი-სამი მეგობრის გარდა. მამაჩემმა ჟურნალიდან გაიგო ეს ამბავი. ვუმალავდი, რომ არ ენერვიულა.

მე უკვე გადატანილი მქონდა ყველაფერი - ის პერიოდიც, როცა თბილისის ზღვაზე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. ფიზიკურად ვიყავი ცუდად, ყველაფერზე მეტირებოდა. თბილისში გარეთ არ გავდიოდი, გიჟივით მარტო ბუდაპეშტში დავფრინავდი. ჩავიდოდი, არაფერი გამოვიდოდა, ჩამოვიდოდი. მერე ისევ უკან მივრბოდი. ყველაფერი გავაკეთე ამ ურთიერთობის გადასარჩენად, ზუსტად იმ პერიოდში წავიდა მარიამი ამერიკაში სასწავლებლად, რაც ჩემთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო. უბრძოლველად არ დავნებებულვარ და არ ჩამიბარებია. ისე ვიბრძოლე, ბევრი რომ ვერ შეძლებს. ექვსი თვის განმავლობაში ჩვეულებრივი, რიგითი ჯარისკაცი გავხდი... 37 წლის ასაკში დანგრეულმა ურთიერთობებმა გამომაფხიზლა და დამანახვა, რომ კიდევ მაქვს შანსი, როგორც ქალმა თავიდან დავიწყო ცხოვრება. იმის მიუხედავად, რომ მარტო ვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახალი სუნთქვა გამეხსნა“....



თამუნა ნიჟარაძე
წყარო: ჟურნალი "თბილისელები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42