ჟიურის წლევანდელმა შემადგენლობამ -მწერლებმა და ლიტერატორებმა, ვანო ამირხანაშვილმა, ლელა დუმბაძემ, ირაკლი ჯავახაძემ, ანა ჭაბაშვილმა და ანდრო ბუაჩიძემ, გამარჯვებულები თავად გამოავლინეს და „საბას“ პრიზი გადასცეს.
ყველაზე საპატიო ნომინაციაში, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა პოეტი ტარიელ ჭანტურია.
ჯილდო „ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი“ თარგმანისათვის გადაეცა ამერიკელ მთარგმნელს ლინ კოფინს „ვეფხისტყაოსნის“ინგლისურენოვანი თარგმანისათვის. ეს არის პირველი თარგმანი, რომელშიც შენარჩუნებულია 16 მარცვლოვანი რითმა და უნიკალურია „ვეფხისტყაოსნის“ინგლისურენოვან თარგმანებს შორის.
რომანის ნომინაცია ორად გაიყო და ეს პრიზი ზურა სამადაშვილსა და ბექა ქურხულს ხვდათ წილად.
გარდა ამისა, წელს პირველად, ერთ-ერთ ნომინაციაში, კერძოდ, დებიუტში გამარჯვებული სამი ავტორი გამოვლინდა. ორ მათგანს - ნანა ექვთიმიშვილსა და იუნონა გურულს ჯილდო საბას ჟიურისგან ერგო, ხოლო ერთ-ერთი გამარჯვებული, სალომე მაკარიძე მკითხველმა ელექტრონული ხმის მიცემის შედეგად გამოავლინა.
ასევე წელს პირველად გამოვლინდა გამარჯვებული ავტორი ახალ ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“. ამ ნომინაციაში ის წიგნები იყო წარდგენილი, რომლებიც ბეჭდური სახით არ გამოქვეყნებულა და მხოლოდ ელექტრონულ ფორმატშია ხელმისაწვდომი.
სულ წლევანდელ ე.წ. ‘შორთლისტში“ 37 ფინალისტი იყო წარდგენილი.
დაჯილდოების ცერემონია სპეციალურად „საბასთვის“ შექმნილმა მუსიკალურმა პროგრამამ დაასრულა.
საუკეთესო რომანი
· ზურაბ სამადაშვილი, “მოსალოდნელი მოულოდნელობანი” (გლოსა)
· ბექა ქურხული, “სამოთხიდან გაქცეულები” (ინტელექტი)
საუკეთესო პროზაული კრებული
· ზაალ სამადაშვილი, “იუნკერ ერისთავის ბუცები” (ინტელექტი)
საუკეთესო პოეტური კრებული
· ბესიკ ხარანაული, “ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს” (ინტელექტი)
საუკეთესო დებიუტი
· იუნონა გურული, “დიაგნოზი” (საუნჯე)
· ნანა ექვთიმიშვილი, “მსხლების მინდორი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
· სალომე მაკარიძე, “ჩვენ” (სიესტა)
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
· ზაზა ფირალიშვილი, „ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა“ (არტანუჯი)
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
· თამაზ ვასაძე, „20 ქართული მოთხრობა“ (ინტელექტი)
საუკეთესო თარგმანი
· თამარ ჯაფარიძე, ჯონ ფაულზის „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ (დიოგენე)
საუკეთესო ელექტრონული წიგნი
· ოთარ ჯირკვალიშვილი, „ლაზარე“(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი
· ლინ კოფინი - ვეფხისტყაონის ინგლისურენოვანი თარგმანი
„საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
· ტარიელ ჭანტურია
მასალის გამოყენების პირობები