„სამარცხვინოა რაც დღეს "საბა"-ს დაჯილდოებაზე მოხდა“...
კულტურა - 11:22, 19 Sep, 2016     26368

საბას დაჯილდოებაზე მომხდარმა ფაქტმა და „ლიტერატორების უკულტურობამ“ მუსიკოსები აღაშფოთა. „სამარცხვინოა რაც დღეს "საბა"- დაჯილდოებაზე მოხდა“ - წერს ანიტა რაჭველიშვილი. „საბას" ტრანსლაციის ყურების დროს ჩემს სიბრაზეს და გაოცებასაც არ ქონდა საზღვარი! “- ვკითხულობთ ნიკოლოზ რაჭველის გამოხმაურებას.

ხოლო თუ რა მოხდა რეალურად ამას დაწვრილებით სვიმონ ჯაგულაშვილი აღწერს.

სვიმონ ჯაგულაშვილი: „ის, რაც მე დღეს „საბას“ დაჯილდოებაზე ვნახე, იყო სრულიად ამაზრზენი, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველები სერიოზულად ვართ ავად.
დაჯილდოება რომ დამთავრდა და კონცერტი დაიწყო, ასე, დაწყებულ კონცერტზე, წამოხტნენ პატივცემული და პატივნაცემი ნომინანტები, დაჯილდოებულნიც, და დაუჯილოდებელნიც და მათი მეგობარ-ახლობლები, და ხმამაღლა, გამოთქმით ულოცავდნენ ერთმანეთს, და ასე, დაწყებული კონცერტის (რომელიც მათ ეძღვნებოდა) ფონზე, ხმამაღლა, სრულიად გრუზინულ-თათქარიძისეული ხორხოცით გაემართნენ მაყურებელთათვის განკუთვნილი სკამების უკან გაშლილი ფურშეტისაკენ.

ეს პატივცემული მწერლები, პოეტები და პოეტესები, მთარგმნელები, კრიტიკოსები, ლიტერატორები, რომლებიც დარდობენ, რომ ხალხი უკულტუროა, რადგანაც აღარ კითხულობს - მათ ბრძნულ ნააზრევს, მათ ნაწერებს, ნაწერებს, რომელიც მოწოდებულია, რომ კულტურა „გადაარჩინოს“, კულტურისაკენ მოაბრუნოს ხალხი.. ხოდა, აი ეს პატივცემული ლიტერატურული მუშაკები, აბსოლუტური უკულტურობით, საშინელი ღრიანცელით, ითხოვდნენ ღვინოს, ყველსა და პურს, და სულ თავიანთ ლიტერატურაზე ეკიდათ კონცერტი, კონცერტის მონაწილე გენიალური გორის ქალთა გუნდი და სიტყვებით რომ ვერ აღწერ - ჩემი ზვიად ბოლქვაძე, საოცარი გიორგი შამანაური და ნინა სუბლატი, ჯგუფი "ნიუტონი", ოთო ნემსაძე, ქეთი ორჯონიკიძე, ანა დოიაშვილი, ფენომენალური ლიზა რამიშვილი და ჩვენი საწყალი გუნდიც :)

მერე ეს, ლიტერატურული მუშაკები, რომელთაც, სულ თავიანთ ლიტერატურაზე დაიკიდეს მუსიკა, მობრუნდებიან გაკვირვებულები - რატომ ჰკიდიათ ადამიანებს ჩვენი ლიტერატურაო..

ბუნდოვნად ჩანდა ჩვენი სცენიდან, როგორ გმირულად ისხდნენ ბოლომდე - რატი ამაღლობელი, თუ არ ვცდები, ზურაბ კიკნაძე, ან ადამიანი, რომელიც მას ჰგავდა, ქეთი დუმბაძე, მამუკა ხაზარაძე მეგობრებით, ეკა მამალაძე და ნანი ბრეგვაძე, რომელიც, ამ ასაკში, საკმაო სიგრილისა და ლიტერატორთა არნახული უკულტურობის მიუხედავად, ბოლომდე გულშემატკივრობდა ახალგაზრდა მუსიკოსებს... და კიდევ, ჩვენი მეგობრები, ალბათ, სულ 20-30 ადამიანი ისხდნენ და უსმენდნენ მუსიკას.. სამაგიეროდ, უკან, ღვინოსთან და პურთან და ყველთან, იდგა და ბობოქრობდა ქართული გენია, იდგნენ და გუგუნებდნენ ქართული სიტყვის მადლიანი მსახურნი, ქართველი კალმოსნები, ერის მასწავლებელნი და აღმზრდელნი, ესთეტიკის, ეთიკისა და მუზების მსახურნი და უბირი ხალხის განმანათლებელნი - იდგნენ და ბობოქრობდნენ, ხორხოცობდნენ, ღადაობდნენ, ერთი სიტყვით, ისე იქცეოდნენ, როგორც ზოგადად ვიქცევით ქართველები სუფრებზე, პანაშვიდებზე, ტაძრებში და ბაზრებში - ყველა და ყველაფერი ეკიდათ, უბრალოდ, მაგრად ერთობოდნენ...

ვერ გიყვებით, რა საშინელი ხორხოცი და ხმაური იყო, ვერ გიყვებით შეწუხებული ოფიციანტების შესახებ, რომელთაც ვერაფრით ვერ გააგებინეს მთელ ამ ნატიფ საზოგადოებას, რომ ჯერ კონცერტი იყო და არ ჰქონდათ უფლება, მათთვის ყველი და პური და ღვინო მიერთმიათ, ვერ გიყვებით, როგორ ხმამაღლა კნაოდა და "პაროდირებდა" ვინმე მთვრალი მსახიობი თუ დიზაინერი, ერთი სიტყვით, „არტისტი“, მაშინ, როდესაც საოცრად მღეროდა გორის ქალთა გუნდი...

სამარცხვინო იყო, რაც მე დღეს ვნახე. ამ ხალხს "საბა" კი არა, მართლა ის ეკუთვნის მე მგონი, ქე რომ წინა პრეზიდენტი ემუქრებოდა.

რაც არ უნდა ცუდი მუსიკოსები ვყოფილიყავით იქ, რაც არ უნდა გაუგებარი მუსიკა ყოფილიყო, ნუთუ ასე ძნელი იყო, ნახევარი საათი მოთმენა და ღვინით მერე გატყვრომა? ნუთუ ოდნავ მაინც არაფერი სმენიათ მუსიკოსის შრომის შესახებ? რამდენი ენერგია და ძალისხმევა, რამდენი რეპეტიცია და გარჯა სჭირდება იმას, რასაც ისინი 2 ან 30 წუთში ისმენენ?

მსგავსი რამ, ყველაზე მიყრუებულ სოფლებშიც არ ხდება, ყველაზე უკულტურო და ბოგანო ადამიანებიც არ მოიქცევიან ასე, როგორც დღეს იქ მოიქცნენ ჩვენი "ნაღები", რჩეული ლიტერატორნი და მათი ჰამქარი.

რაღაცა ძალიან დალპა და ძალიან ყარს, ამ ჩვენს კურთხეულ სამეფოში..

ამის ნიშნად, ბოლოს საოცარი ნეხვის სუნითაც აღივსო, მუხრან-ბატონთა მრავლის მნახველი სასახლის ეზო...

მე მაპატიეთ "ნეგატივი".. წავიკითხავ ამ დიდებულ ლიტერატურულ გვამთა ნაწერებს, და მერე მეც ვისწავლი, როგორ უნდა დაიკიდო სხვისი ხელოვნება, და ამაყად ატარო ხელოვანის სახელი, და პრემია "საბაც".. სხვა პრემიებიც :) :) :) :)

P.S. რა თქმა უნდა, "საბა" ძალიან მაგარი და საჭირო რამეა. ასეთი დარგობრივი პრემიები თუ კონკურსები, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხელოვნებისა და კულტურის შენარჩუნება-განვითარებისათვის და მამუკა ხაზარაძესა და ტიბისი ბანკს, "საბას" გუნდს, რატის და ყველას, მადლიერების მეტი არაფერი არ ეკუთვნით ამ სიკეთისათვის...

მაგრამ....

ანიტა რაჭველიშვილი: „დროა მუსიკოსებმა ჩვენი სათქმელი პირდაპირ ვთქვათ და ასეთი დამამცირებელი, უკულტურო და ამაზრზენი მოპყრობა აღარ ვაპატიოთ არავის! სამარცხვინოა რაც დღეს "საბა"-ს დაჯილდოებაზე მოხდა. მუსიკოსებს უნდა შეეწყვიტათ შესრულება და უნდა დაეტოვებინათ სცენა! დროა სათქმელი მოურიდებლად და პირდაპირ ითქვას! სამარცხვინოები ხართ ვინც ეს დღეს გააკეთა!!!“

ნიკოლოზ რაჭველი: „ის რაზეც სვიმონი წერს ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ დღეს "საბას" ტრანსლაციის ყურების დროს ჩემს სიბრაზეს და გაოცებასაც არ ქონდა საზღვარი!

მე, როგორც თითოეული იქ მყოფი მუსიკოსის გულშემატკივარი და თავადაც მუსიკოსი დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აუდიტორიაში დარჩა და მოუსმინა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულ ახალ და საინტერესო საკონცერტო პროგრამას!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42