„ახალი მზიურის“ მხარდამჭერებმა პროექტის განხორციელებიდან ერთი წლის იუბილე აღნიშნეს
საზოგადოება - 10:40, 19 Sep, 2016     1434
„ახალი მზიურის“ პროექტის განხორციელებიდან ერთი წლის იუბილის აღსანიშნავად, „მზიურის პარკში“ პროექტის გულშემატკივრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. „მზიურის პარკი“ ერთი დღის განმავლობაში ყველა ასაკის სტუმრისთვის გართობის, მხიარულებისა და თაგადასავლების ადგილად იქცა.

სპეციალურად ამ დღისთვის, თიბისი ბანკმა პროექტის #წერექართულად ფარგლებში განახლებული ამფითეატრის სცენაზე ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა მოაწყო.

„მზიურის პარკის“ განახლების იდეა ზუსტად ერთი წლის წინ გაჩნდა, რომელიც პარკის ტერიტორიაზე უფუნქციოდ დარჩენილ შენობაში სოციალური კაფის გახსნასა და ამფითეატრის განახლებას გულისხმობდა. ფოტოგრაფმა ანა გოგუაძემ იდეის განხორციელება მხარდამჭერებთან ერთად დაიწყო, რომელთა შორის პირველი სწორედ თიბისი ბანკი და მისი 5 000-ვე თანამშრომელი იყო. თიბისი ბანკმა თანამშრომლები ქველმოქმედებაში ჩართო და საკუთარ იუბილეზე „ახალი მზიურის“ ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა.

„მზიურის" გამოცოცხლების იდეა, რომელიც „მზიურის პარკის“ ფუნქციურად დატვირთვას ისახავდა მიზნად, უკვე რეალობად იქცა და დღეს ამფითეატრის სცენა, ისევე როგორც სოციალური კაფე უსასყიდლოდ ეთმობა ლიტერატურულ საღამოებს, წარმოდგენებსა და სხვა საინტერესო ღონისძიებებს. გარდა ამისა, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო საბავშო მოედნებიც, რის შედეგადაც „მზიურის პარკი“ ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის გართობისა და დასვენებისთვის საყვარელ ადგილად იქცა.

„მზიურის პარკის“ განახლების პროცესი ამით არ დასრულებულა. „ახალი მზიურის“ იდეის ავტორები და მხარდამჭერები უახლოეს მომავალში კიდევ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42