წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაპირისპირების თავიდანა საცილებალდ ნებისმიერი შეთანხმების გაფორმებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ სამოქალაქო სექტორში. არასამთავრობო სექტორი პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს აკისრებენ:
„დაპირისპირების რისკები ნამდვილად არსებობს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდშ, ასევე არჩევნების დღეს, ამიტომ ჩვენ, არასამთავრობო სექტორი მივესალმებით ნებისმიერი ტიპის შეთანხმებას. პასუხისმგებლობა ეკისრებათ ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს, ალბათ იმისათვის, რომ ყველა პარტიას გაუჩნდეს ნდობა იმის მიმართ, რომ ეს შეთანხმება მართლაც გულწრფელია, რაც მომდინარეობს „ქართული ოცნების“ მხრიდან. პირველ რიგში აუცილებელია, რომ ამ ტიპის დარღვევებზე არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი და დროული რეაგირებები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






