პატარა ნინი პირველად უდედოდ წავიდა სკოლაში, იგი მეზობელმა მიიყვანა, ემიგრაციაში მყოფი ახალგაზრდა ქალის გასაჭირი, - საზღვრებმა დედა შვილთან დააშორა.
მას ქმარი, დედამთილი და მაზლი ერთდროულად გარდაეცვალა, მათი სიცოცხლე ერთ დღეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მაზლმა შეიწირა, რომელიც დღემდე დაკავებულია, ახალგაზრდა ქალი სოციალურ ქსელში წერს, რომ გასაჭირმა შვილი დაატოვებინა და საზღვრებს გარეთ გაიყვანა.
-„მე ვარ დედა, სწორედ ის დედა, რომელმაც ერთადერთი შვილი სკოლაში ვერ მიიყვანა. ვნახე ჩემი შვილი ფოტოზე როგორ იყო გამოპრანჭული და ტირილი დავიწყე. ცრემლები წამომცვივდა, იმ შავბნელმა ღამემ ჩემი ოჯახი სრულიად შეცვალა… ტრაგედიიდან წლები გავიდა, მაგრამ ჩემს გულში ახლა ცეცხლი ანთია, არ მიხაროდა 15 სექტემბრის დადგომა,რადგან ჩემი შვილის გვერდით არ ვიყავი, ჩემი ნინი რომ არა, აქამდეც არ ვიქნებოდი ცოცხალი, აქ სწორედ ამის გამო წამოვედი, მირჩიეს და დავთანხმდი. დავკარგე ჩემი ნახევარი გული, მაგრამ მაინც მიდგას პირში სული, ადამიანი ძაღლი ყოფილა. ვხედავ როგორ უვლიან ჩემს შვილს, რა ხდება ეს ჩემს თავს? ნეტავ ჩემს მაზლს იმ დღესვე მეც მოვეკალი…
ვწერ დედა, რომელმაც შვილი სკოლაში ვერ მიიყვანა და შვილის პირველ სიხარულს ვერ მოესწრო, ადამიანი ძაღლი ყოფილა. მიკვირს პირში ლუკმა როგორ გადამდის, ჩემს შვილს, თქვენს შვილებს, მუდამ სიკეთე და წარმატებები, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!“
წყარო geomediatv.ge
მასალის გამოყენების პირობები






