შს მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს წოდებების მინიჭება მიულოცა
საზოგადოება - 11:05, 17 Sep, 2016     2040

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა, რის საფუძველზეც, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 3500-მდე მეხანძრე-მაშველს, პოლიციელების მსგავსად, სპეციალური წოდებები მიენიჭათ, წელთა ნამსახურობისა და წოდების მიხედვით დანამატები დაუწესდათ, ხოლო მათი სოციალური დაცვისა და საპენსიო გარანტიები პოლიციელებისას გაუთანაბრდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ეწვია და მეხანძრე-მაშველებს სპეციალური წოდებების მინიჭება პირადად მიულოცა.

„მოხარული ვარ, რომ მომიწია ამ გადაწყვეტილების მიღება, რაც, ვფიქრობ, თქვენს მოტივაციას კიდევ უფრო აამაღლებს. მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთი ჯილდო და წახალისება ვერ შეაფასებს თქვენს ურთულეს საქმესა და თავდადებას, ჩვენი ვალია, შეძლებისდაგვარად გაგიუმჯობესოთ სამუშაო პირობები, რომ ყოველდღიურად უფრო მეტ დაბრკოლებას გაუმკლავდეთ. თქვენ ხართ იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ. სწორედ ამის გამო, თქვენი სამუშაო პირობები უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული, ამიტომ მუდმივად ვზრუნავთ თქვენს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაზე და, რაც მთავარია, უსაფრთხოებაზე. ამ მიზნით შევიძინეთ მეხანძრე-მაშველებისთვის ახალი სამუშაო აღჭურვილობა, რაც საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში მომსახურე მეხანძრე-მაშველს გადმოგეცათ. ჩვენი მიზანია, რომ მსგავსი განახლება მუდმივ ხასიათს ატარებდეს“ , - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილმა 25 მეხანძრე-მაშველს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის „მადლობის სიგელები“ პირადად გადასცა.

ღონისძიების დასასრულს, შს მინისტრმა მეხანძრე-მაშველებისთვის განკუთვნილი ახალი, თანამედროვე სამუშაო აღჭურვილობა დაათვალიერა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის მეხანძრე-მაშველს დაურიგდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42