სამეცნიერო კონფერენცია "ბიორეგულაციური თერაპია - თანამედროვე ფარმაკოთერაპიის ეფექტური მიმართულება“ გაიმართება
საზოგადოება - 22:33, 16 Sep, 2016     1825

17 სექტემბერს, 10:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ თემაზე „ბიორეგულაციური თერაპია - თანამედროვე ფარმაკოთერაპიის ეფექტური მიმართულება“ - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენცია გერმანული კომპანია ”ჰეელის” ორგანიზებით ტარდება და მასში გერმანიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან საერთაშორისოდ ცნობილი და აღიარებული პროფესორები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციას 200-მდე ექიმი დაესწრება. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით, აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მიმართავს. გერმანელი მედიცინის დოქტორი, პროფესორი მარტინ კლემენს ბარტში კი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - „ბიორეგულაციური საინექციო ტექნიკები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროს“.

უკრაინაში მოღვაწე ქართველი ექიმის, პროფესორ ბესიკ შამუგიას თქმით, ნებისმიერი სპეციალობის ექიმს, რომელიც კონფერენციას დაესწრება, აქვს შესაძლებლობა მიიღოს მაღალეფექტური და განსხვავებული მიდგომა, რომელსაც შემდეგ პრაქტიკაში გამოიყენებს.

"21-ე საუკუნეში აღარავინ დაობს, რომ ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელთაა და ჩვენსავე ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. ჯანსაღი ცხოვრების წესი ხანგრძლივი და ბედნიერი მომავლის საწინდარია. ამიტომ ნებისმიერი ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას, მიუხედავად ჩვენი საუკუნის თანმდევი ფაქტორებისა, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე. ასევე, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს ალოპათიური პრეპარტების უსაფუძვლო მიღება, რაც ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიურად მოქმედებს. საერთაშორისო კონფერენციაზე წამყვანი სპეციალისტები გერმანიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან მოხსენებას წაიკითხავენ კომპანია „ჰეელის" კომპლექსური ბიოლოგიური პრეპარატებით მრავალი დაავადების მკურნალობის შესახებ“, - განაცხადა ბესიკ შამუგიამ.

პროფესორის თქმით, ახლო მომავალში მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42