"დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!"- გიგლა აგულაშვილმა საერთაშორისო აქციაში მიიღო მონაწილეობა
საზოგადოება - 10:53, 16 Sep, 2016     2627

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა საერთაშორისო აქციაში „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად 16, 17, 18 სექტემბერს იმართება.

ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვირის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავების აქციაში, მინისტრთან ერთად, შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქვიქიმ, ქ. თბილსის მერმა დავით ნარმანიამ, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მოლი ლეინმა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ მიიღეს მონაწილეობა.

აქცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება, რომელსაც ორგანიზებას უწევს პროექტი - „დავასუფთაოთ საქართველოს“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი (,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა”).

კამპანიის მიზანია ადამიანების გაერთიანება ერთი იდეის გარშემო - შეუქმნან საკუთარ შვილებსა და ოჯახს ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების პირობები.

აქცია 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება - 17 სექტემბერს დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 18 სექტემბერს ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით დასრულდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია 1000-მდე ლოკალიზაციის ადგილი. აქციაში საქართველოს მასშტაბით ჯამში 75 მუნიციპალიტეტი ჩაერთო.

საერთაშორისო გარემოსდაცვითი კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ( UNEP ) თაოსნობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააფუძნა. კამპანიის მოწოდებაა: ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობაა… აღნიშნულ კამპანიაში 140-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ღონისძიება საქართველოში უკვე მეშვიდედ ტარდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42