კომპანია "თელასის" ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 16 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხონის, ლაილაშის, გივიშვილის, 9 ძმის, აფხაზეთის, ყირიმის, ტაშირის, ლანჩხუთის და სამურზაყანოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, მარგიანის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






