სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკები შეამოწმა
საზოგადოება - 13:40, 15 Sep, 2016     1818

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ბლოკები შეამოწმა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, გადამოწმდა სურსათის უვნებლობის სტანდარტები და კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა.

“სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული აქტიურიკონტროლის და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდის შედეგია. აღსანიშნავია, რომ საგრძნობლად შემცირდა დარღვევების რაოდენობა. ჩვენისპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. 2015-2016 წლებში კრიტიკული შეუსაბამობები არგამოვლენილა. სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში უვნებლობის სტანდარტების დაცვა სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად,სახელმწიფო კონტროლი ამ მიმართულებით გაგრძელდება" - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ კახა სოხაძემ.

საჯარო და კერძო სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების ინსპექტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოწმდება სურსათის უვნებლობა, ობიექტის ჰიგიენური მდგომარეობა, პროდუქციის ვადიანობა და ეტიკეტირება.
2016 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში 1505 შემოწმება განახორციელა, მათ შორის 998 - საბავშვო ბაღში და507 - სკოლაში. დარღვევების გამოვლენის შედეგად დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი (15 ბაღი და 8 სკოლა), რომლებსაც შეუსაბამობების გამოსასწორებლადვადა მიეცათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებს 2013 წლიდან ამოწმებს.2014 წელს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოოპროცესი შეუჩერდა 4 სკოლის ბუფეტს. 2015-2016 წლებში კი კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42