თბილისის მერმა №112 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
საზოგადოება - 12:44, 15 Sep, 2016     2285
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ თორდინავასთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად, №112 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა. დედაქალაქის მერმა ბაღის შენობა დაათვალიერა და აღსაზრდელების მშობლებსა და ბაღის თანამშრომლებს შეხვდა.

დავით ნარმანიას თქმით, ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით ხვდებიან.

„დღეს საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო, რომელსაც ბაღები განახლებული გარემოთი და გაუმჯობესებული მენიუთი ხვდებიან. პირობები მნიშვნელოვნად მოწესრიგდა ჩვენი პატარებისთვის, რაც მათ ძალიან უხარიათ. ბავშვებს ჩვენ კიდევ უფრო გავახარებთ და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, კიდევ სამ ახალ ბაღს გავხსნით. ამას გარდა, შემოდგომაზე ექვსი ახალი ბაღის მშენებლობასაც დავიწყებთ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საბავშვო ბაღებში პატარებს კიდევ უფრო უკეთესი პირობები ჰქონდეთ,“- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე №112 საბავშვო ბაღი ერთ-ერთია იმ 68 ბაღიდან, რომელსაც მიმდინარე წლის ზაფხულში შიდა სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. აღნიშნულ ბაღში 7 ჯგუფი, დერეფნები და სველი წერტილები გარემონტდა. გარდა ამისა, შეკეთდა შენობის ფასადი, ეზოში დაეგო ასფალტის საფარი და მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედანი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, თბილისის 103 საბავშვო ბაგა-ბაღში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდა. კერძოდ: 35 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედნები; 8 საბავშვო ბაგა-ბაღში აღდგა შენობების დაზიანებული ფასადები. 6 საბავშვო ბაგა-ბაღში განხორციელდა დაზიანებული სახურავების აღდგენა-შეკეთება. 13 საბავშვო ბაგა-ბაღში გარემონტდა სველი წერტილები და სამზარეულოები. 2 საბავშვო ბაგა-ბაღს ჩაუტარდა სრული აღდგენა-გამაგრების სამუშაოები; 68 საბავშვო ბაგა-ბაღში განხორციელდა შიდა სარემონტო სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს სათამაშო ჯგუფების, საძინებლების, დარბაზებისა და ადმინისტრაციული ოთახების რემონტს. 16 საბავშვო ბაგა-ბაღში კი მიმდინარეობს ძველი ღობეების დემონტაჟი და ახალი ღობეების მოწყობა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42