სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება 23 სექტემბერს სრულდება
საზოგადოება - 12:16, 15 Sep, 2016     1583
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უწყების მიერ კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით დაინტერსებულ პირებს შეახსენებს, რომ ინტერესთა გამოხატვაზე წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 23 სექტემბერს სრულდება.

სამინისტრო მის დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და პენტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მომსახურეთა, ასევე, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა კვებითი მომსახურების შესყიდვას, საიდუმლო შესყიდვის ახალი ელექტრონული პროცედურებით ახორციელებს.

ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიზნით კომპანიებმა შესყიდვის ელექტრონული პროცედურის განცხადების გამოქვეყნებიდან 50 კალენდარული დღის განმავლობაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციის საქმისწარმოების სამმართველოში უნდა წარადგინონ განაცხადი ინტერესის გამოხატვის თაობაზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა. დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია 23 სექტემბრის 18:00 საათამდე. არასაიდუმლო ფორმით დაგვიანებით წარდგენილი წინადადებები არ განიხილება.

შემსყიდველი პრეტენდენტს აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას საიდუმლო წესით, ინტერესის გამოხატვისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში გადასცემს.

შესყიდვის ელექტრონული პროცედურის განცხადებაში მითითებული წინადადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა დააფიქსიროს კვებითი მომსახურების საერთო ღირებულება, გამოსახული პირობით ერთეულში. ვაჭრობა გაიმართება მხოლოდ ძირითად დროში დამატებითი რაუნდების გარეშე პრეტენდენტების რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობის დაცვით.

კვებითი მომსახურების სავარაუდო ღირებულების, ინტერესთა გამოხატვისა და ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე tenders.procurement.gov.ge/ განცხადების ნომერი GEO160000526, ასევე, საკონტაქტო პირთან დაკავშირებით - 599488715 ანა გიორგობიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42