13 სექტემბერს თბილისში დაწყებულ მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა, ახალ სპორტის სასახლეში 50 ქვეყნის წარმომარგენლებმა მოიყარეს თავი, ტურნირის პირველ დღეს ბერძნულ-რომაული სტილის 5 კატეგორიის ფალავნები გამოვიდნენ საასპარეზოდ.
საქართველოს ნაკრებიდან მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ გიორგი შოთაძე (50) და ლერი აბულაძე (54).
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა გიორგი შოთაძემ (50) ფინალამდე 3 მეტოქეს მოუგო, რუმინელი კონსტანტინ ლუპი 1:28 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 9-0, ირანელი სოულატ დად მარზ 4-2 ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ზაურ ნურიევი 3-0 დაამარცხა და ფინალში რუს ანზორ კარაგულოვს 6-2 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ევროპის 2015 წლის ჩემპიონმა და წლევანდელმა პრიზიორმა ლერი აბულაძემ (54) საფინალო გზაზე ოთხე მეტოქე ჩამოიშორა რისთვისაც ქართველ ფალავანს ჯამში 2:52 წუთი დასჭირდა, საერთო ჯამში 32 ქულა დააგროვა თავად კი ერთიც არ დაუკარგავს.
ზუსტად 1 წუთში წმინდად დაამარცხა იტალიელი რიკარდო გლავე, 1/8 ფინალში 25 წამში 8-0 გაანადგურა ყირგიზი შარშანბეკოვი, 1/4 ფინალში 52 წამში 10-0 მოუგო უზბეკ დილშოდ ომონგელდიევს, ნახევარფინალში კი 35 წამში 8-0 დაამარცხა აზერბაიჯანელი ელნურ მუსაევი, ფინალში ჩვენებურმა 3-3 ზე დაამარცხა თურქი კერემ კამალი და მსოფლიოს ჩემპიონატზე 2014 წელს მოპოვებული ვერცხლი ოქროზე გადაცვალა.
დღესვე ხალიჩაზე კიდევ 3 ქართველი ირაკლი ძიმისტარიშვილი (58), ქერიმ მაჩალიკაშვილი (63) და საბა ცეცხლაძე (100) გავიდნენ თუმცა უმედლოდ დარჩნენ.
ხვალ, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში: 42, 46, 69, 76 და 85 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი გიორგი ჩხიკვაძე (42), ლუკა ოჩიკავა (46), ლევან გოგუა (69), ლუკა ხუციშვილი (76) და გიორგი ქაცანაშვილი (85) იჭიდავებენ, დასაწყისი 10:00 საათზე.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ჭაბუკები
მსოფლიოს ჩემპიონატი, თბილისი 13 სექტემბერი
50 კგ
1 გიორგი შოთაძე (საქართველო)
2 ანზორ კარაგულოვი (რუსეთი)
3 აბდულა ტოპრაკი (თურქეთი)
3 ზაურ ნურიევი (Aზერბაიჯანი)
54 კგ
1 ლერი აბულაძე (საქართველო)
2 კარემ კამალი (თურქეთი)
3 ჟოლამან შარშენბეკოვი (ყირგიზეთი)
3 ანარ მანსუროვი (რუსეთი)
58 კგ
1 ვალენტინ პეტიჩი (მოლდოვა)
2 მუჰამედ რეზა ჰოჯატოლა მოხტარი (ირანი)
3 აბდულვახაბ რიაჩიტოვიჩ ასაინოვი (რუსეთი)
3 ერბოლ ბაკიროვი (ყირგიზეთი)
63 კგ
1 იუსეფ ჰაჯიალი ჰოსეინვანდ ფათი (ირანი)
2 სერგეი სტეპანოვი (რუსეთი)
3 ჰრაჩია პოღოსიანი (სომხეთი)
3 ისმაილ გუნი (თურქეთი)
100 კგ
1 გერარდ კიპრიან კურნიჟაკი (პოლონეთი)
2 ვაჰიდ დადხან გასემ აბადი (ირანი)
3 შარაპ ალიხანოვი (რუსეთი)
3 დავუტ სელიმ ოლქანი (თურქეთი)
წყარო wrestling.ge
მასალის გამოყენების პირობები