ჯორჯიაშვილის ქუჩის მრავალწლიანი პრობლემა გადაჭრილია - ასფალტის დაგების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
საზოგადოება - 11:26, 13 Sep, 2016     3615
ქალაქ ოზურგეთში გზების მოასფალტების სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამჯერად ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს.

აღნიშნული გზა, უკვე 30 წელია ამორტიზებული იყო, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა მუდმივად ექმნებოდა. ჯორჯიაშვილის ქუჩა რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი პროექტების ნუსხაში ჩაისვა და ინტენსიური სამუშაოებიც დაიწყო.

დღეს გზის რეაბილიტაციის პროცესი ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ მოინახულეს.

,, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ჯორჯიაშვილის ქუჩის მოსახლეობას არწმუნებდნენ, თითქოს 2016 წელს აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტი არ დაიგებოდა, სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. წელს კიდევ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციას ვგეგმავთ. ცენტრალურ ქუჩებთან ერთად ასფალტი უკვე ქალაქის სხვა უბნებშიც იგება და მომავალ წელს, ქალაქ ოზურგეთში რეაბილიტაციის გარეშე არცერთი ქუჩა არ დაგვრჩება. მოხარული ვარ, რომ მოსახლეობა კმაყოფილია , ჩვენი თანაქალაქელები კარგად ხედავენ, თუ რა ინტენსიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.“ -განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

ლეილა დარჩია, ჯორჯიაშვილის ქუჩის მცხოვრები:

,, წლების მანძილზე საშინელ მდგომარეობაში ვიყავით, გზებზე მანქანების მოძრაობა ჭირდა და ძნელი იყო ფეხით გადაადგილებაც. გახარებულები ვართ, რომ ქალაქის მერიამ სამუშაოები დაიწყო. ‘’

ჯორჯიაშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოებს შპს ,,გზამშენი 18“ აწარმოებს. გზის დაგების პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42