"მაგთიკომი" მომხმარებლებს არარსებულ დავალიანებებს აკისრებს" - რაში სდებს ბრალს სააგენტო ,,პირველი“ კომპანიას
საზოგადოება - 20:59, 12 Sep, 2016     10579
,,მაგთიკომი" მომხმარებელს დავალიანებას გაუქმებული ხელშეკრულების პირობებშიც აკისრებს. საინფორმაციო სააგენტო ,,პირველის“ რედაქცია აცხადებს, რომ მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი "მომსახურების ზონიდან "სამუდამოდ" გასული" მომხმარებლისგან "დავალიანების"გადახდას მოითხოვს.

კომპანიამ საინფორმაციო სააგენტო "პირველს" უკანონოდ დააკისრა გადასახადი მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვეა, მისი მომსახურებით აღარ სარგებლობს.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ "კავკასუს ონლაინი" "მაგთიკომმა" შეიძინა, 7 ივლისს, სააგენტო "პირველმა" მიიღო ოფიციალური შეტყობინება, რომ აგვისტოს თვეში, "კავკასუს ონლაინი" წყვეტდა მომსახურების მიწოდებას და მას გააგრძელებდა "მაგთიკომი".

"გაცნობებთ, რომ შპს "მაგთიკომსა" და შპს "კავკასუს ონლაინს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, აგვისტოს თვეში, კომპანია წყვეტს მომსახურების მიწოდებას და მას გააგრძლებს "მაგთიკომი". შესაბამისად, "მაგთიკომი" ჩაენაცვლება "კავკასუს ონლაინს" ხელშეკრულების მხარედ და იკისრებს ყველა იმ ვალდებულებას და გამოიყენებს ყველა იმ უფლებას, რომელიც გათვალისიწნებულია თქვენსა და "კავკასუს ონლაინს" შორის მოქმედ ხელშეკრულებაში. აქვე გაცნობებთ, რომ მომსახურების გამწევი კომპანიის ცვლილება დაგეგმილია აგვისტოს თვეში, ზუსტი თარიღი გეცნობებათ დამატებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული თარიღიდან, ანგარიშსწორება უნდა აწარმოოთ "მაგთიკომთან", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ, შპს "პირველის" დირექტორმა, დიმიტრი ტიკარაძემ "კავკასუს ონლაინს" ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეატყობინა, რომ "პირველს" არ სურს ისეთ უპასუხისმგებლო კომპანიასთან თანამშრომლობა, როგორიც "მაგთიკომია", რის მიზეზადაც, კომპანიის დირექტორი "მაგთიკომთან" თანამშრომლობის გამოცდილებას ასახელებს. როგორც დიმიტრი ტიკარაძე აცხადებს, "მაგთიკომი" "პირველს" საეჭვო დარიცხვებს აკისრებდა, რაზეც არგუმენტირებული პასუხის მიღება ვერ მოხდა.

"გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ არავითარი სურვილი არ გვაქვს, ვითანამშრომლოთ "მაგთიკომთან". ჩვენი პირადი გამოცდილებით, ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო კომპანია. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში, მოგმართავთ ოფიციალური წერილით და მოვითხოვთ ხელშეკრულების შეწყეტას",- ნათქვამია "პირველს" მიერ გაგზავნილ საპასუხო წერილში.

ამის შემდეგ, 8 ივლისს, შპს "პირველიდან" "კავკასუს ონლაინს" გაეგზავნა ოფიციალური წერილი, სადაც კომპანია მოქმედი ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს.

თავის მხრივ, "კავკასუს ონლაინმა" "პირველს" უპასუხა, რომ პირველი აგვისტოდან, შპს "პირველზე" შეწყდება დარიცხვები.

ამასთან, შპს "პირველის" დირექტორი დიმიტრი ტიკარაძე, პირადად დაუკავშირდა "კავკასუს ონლაინის" წარმომადგენელს ნათია ნათიშვილს, რომელსაც კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ "პირველი" არ აპირებს "მაგთიკომის" მომსახურების მიღებას და წყვეტს 2013 წლის 15 ოქტომბერს დადებულ ხელშეკრულებას.

მიუხედავად იმისა, რომ "კავკასუს ონლაინმა" არაერთხელ მიიღო შეტყობინება ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნაზე, 26 ივლისს, "პირველმა" "კავკასუსისგან" კვლავ მიიღო საინფორმაციო სახის გზავნილი, რომ პირველი აგვისტოდან, მომხმარებელს "მაგთიკომი" მოემსახურება.

თავის მხრივ, "პირველმა" კვლავ შეატყობინა კომპანიას, რომ მას "მაგთიკომთან" თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდა და ელექტრონული ფოსტის მისამართის სიიდან ამოღება მოითხოვა.

28 ივლისს, "პირველმა" კვლავ მიიღო წერილი მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, ამჯერად "მაგთიკომიდან", რაზეც "პირველმა" კვლავ უპასუხა, რომ მაგთიკომთან თანამშრომლობას არ აპირებდა, რაზეც არაერთხელ გააფრთხილა "კავკაუს ონლაინი".

"პირველმა" "მაგთიკომს" "კავკასუსისთვის" გაგზავნილი ოფიციალური წერილის შესახებაც აცნობა და კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ აპირებდა მასთან თანამშრომლობას.

თუმცა მიუხედავად ამისა, 10 სექტემბერს, შპს "პირველმა" ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მიიღო შეტყობინება, რომ კომპანიას გააჩნია „მაგთიკომის“ მიმდინარე დავალიანება მაშინ, როდესაც პირველი აგვისტოდან, შპს "პირველი" სხვა პროვაიდერის მომსახურებით სარგებლობს, შესაბამისად, ის ვერ ისარგებლებდა "მაგთიკომის" მომსახურებით.

შპს "პირველისთვის" გაუგებარია, რატომ არიცხავს კომპანია გადასახადს იმ შპს-ს, რომელიც მისი მომსახურებით პირველი აგვისტოდან აღარ სარგებლობს.

აღნიშნულ ფაქტზე კომპანია "პირველი" "მაგთიკომს" 10 სექტემბერს დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში განაცხადეს, რომ "პირველი" აღნიშნულის შესახებ პასუხს 12 სექტემბერს მიიღებდა.

12 სექტემბერს, შპს "პირველი" კვლავ დაუკავშირდა "მაგთიკომს", თუმცა დაპირების მიუხედავად, კომპანიამ მათგან პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42