"GWP" ვარაზის ხევში სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2 დღეში დაასრულებს
საზოგადოება - 16:22, 12 Sep, 2016     1384
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ვარაზის ხევში, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტს ასრულებს. სამუშაოები 2 დღეში დასრულდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში, კომპანია 300 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის ახალი საფარი მოეწყობა და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.

პროექტი დედაქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ვაკის რაიონში განაშენიანების მატების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია წყალარინების სისტემის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, მასშტაბური სამუშაოები შეასრულა - ვარაზის ხევში, ახლით შეიცვალა წყალარინების 105 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, მოეწყო წყალარინების მიმღები ახალი კამერა და ჭა; კეკელიძის ქუჩაზე, წყალარინების მაგისტრალური ქსელის 100 მეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ამავე პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ბარნოვის ქუჩაზე, სადაც წყალსადენისა და წყალარინების ქსელის 200 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა საჯაიას ქუჩასა და ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ახლით შეიცვალა წყალარინების მაგისტრალური ქსელის 650 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი. აღნიშნული ქსელი უზრუნველყოფს მოსახლეობის და ისეთი მსხვილი აბონენტების მომსახურებას, როგორიც არის სასტუმრო „ჰილტონი“ და „აქსისი“.

კონკრეტულად ამ ქუჩებზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 622 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" 2016 წლის დასაწყისიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის უკვე 87 ქუჩაზე განახორციელა - წყალსადენის და წყალარინების 62 000 მეტრი სიგრძის ქსელი ახლით შეიცვალა. წლის ბოლომდე, კომპანია რეაბილიტაციას თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელს შეცვლის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42