თბილისში ლევან გოთუას სახელობის სკვერი გაიხსნა
საზოგადოება - 15:26, 12 Sep, 2016     4359
თბილისში კიდევ ერთი კომფორტული დასასვენებელი ადგილი - ლევან გოთუას სახელობის სკვერი მოეწყო. გოთუას ქუჩაზე, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახელობის სკვერის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, ლევან გოთუას ოჯახის წევრები და ახლობლები, მწერლები და მერიის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

დავით ნარმანიამ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამ ადგილზე ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები და მოეწყო სივრცე, სადაც ყველა ასაკის და კატეგორიის ადამიანს შეუძლია გაერთოს, ისეირნოს, ივარჯიშოს და, შესაბამისად, უფრო კმაყოფილი დაბრუნდეს სახლში. თანამედროვე საპარკე ავეჯის დამონტაჟებისა და გამწვანების საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების გარდა, სკვერში გაკეთდა სპეციალური სავარჯიშო კუთხეც, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და ჯანსაღი თაობის აღზრდას ემსახურება. წელს თბილისის მერიამ 10 მასშტაბური სკვერისა და მოედნის რეკონსტრუქცია განახორციელა, რაიონული გამგეობების მეშვეობით კი, თბილისის სხვადასხვა რაიონში, შედარებით მცირე ზომის სკვერები კეთილმოეწყო“- განაცხადა დავით ნარმანიამ

სკვერში დაიდგა მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილის ავტორობით შექმნილი მწერლის მონუმენტი, რომელიც ლევან გოთუას ოჯახმა სკვერს საჩუქრად გადასცა.

1974 წელს გაშენებული სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დედაქალაქის მერიის ინიციატივით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა მიმდინარე წლის ზაფხულში განახორციელა.

რეკონსტრუქციის ფარგლებში, სკვერში მოეწყო თანამედროვე საპარკე ფურნიტურა და საბავშვო მოედანი, დაიდგა კომფორტული დასასვენებელი სკამები, დამონტაჟდა დეკორატიული სანათები, მოიკირწყლა საფეხმავლო ბილიკები. სკვერის ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარითა და ბუჩქით გამწვანდა. სკვერის მთელ ტერიტორიაზე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები. განახლებული სკვერის გარშემო დეკორატიული ღობე მოეწყო.

სკვერის რეკონსტრუქციისთვის ბიუჯეტიდან 186 000 ლარი გამოიყო.
















მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42