ახალგაზრდა ლამაზმანის ტრაგიკული ცხოვრება
საზოგადოება - 11:47, 12 Sep, 2016     57795
ამ ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია გამოსახული –საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი ხათუნა ჭაღიაშვილი.

ხათუნა თბილისში ცნობილ ხელოვანთა ოჯახში დაიბადა. მისი დედა ქალბატონი ნელი თეატრალური ინსტიტუტის დეკანი იყო, მამა ბადრი სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა. ხათუნამაც თავისი ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირა, თეატრალურში ჩააბარა და შემდეგ რეზო გაბრიაძის თეატრში დაიწყო მუშაობა.

მაგრამ ერთმა წამმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა! ერთ დილას ხათუნა სამსახურში მიდიოდა, მაგრამ ქუჩაში შეუძლოდ გახდა და გულწასული დავარდა. სასწრაფო დახმარების მანქანამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. 26 დღე ხათუნამ უგონო მდგომარეობაში რეანიმაციაში გაატარა. https://fsp.ge/ge/projects/150-xatuna/

როდესაც დარდით განადგურებულ მშობლებს ხათუნა საავადმყოფოდან გამოყავდათ, ენერგიული, ლამაზი და სიცოცხლით სავსე ქალისგან აღარაფერი დარჩენილიყო. ხათუნა ვერ მოძრაობდა, არ რეაგირებდა ხმებზე, ტკივილისგან ხელ–ფეხი სულ დაეკრუნჩხა, საშინელი ნაწოლები გაუჩნდა და მთელი სხეულიდან სისხლი სდიოდა. მამას დასუსტებული ხათუნა საავმყოფოდან ხელში აყვანილი გამოჰყავდა.

ნელი და ბადრი ერთად უვლიდნენ შვილს. მაგრამ მამამ ვერ აიტანა ნერვიულობა და ლოგინად ჩავარდა. ახლა ნელის მატრო უწევს შვილის და მეუღლის მოვლა.

ხათუნას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დედა მას შპრიცით კვებავს, თხევად საკვებს ცხვირში ჩადგმული მილიდან აწვდის. აცმევს, ბანს, უწესრიგებს პირად ჰიგიენას. ნელი ვერ მუშაობს, შვილს ერთი წუთითაც ვერ ტოვებს. მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც ხშირად წამლის საყიდლადაც არ ჰყოფნით.

მკურნალობის სახსრების უქონლობის გამო, ხათუნას მდგომარეობა უკვე 4 წელია არ იცვლება. ექიმების აზრით, ძვირადღირებული მედიკამენტები და რეაბილიტაციის კურსი ხათუნას გამოჯანმრთელების შანსს მისცემს.

ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ხათუნაზე და მის მშობლებზე ზრუნავს – „სოციალური პარტნიორობაა“. ფონდის ექთნები ქალბატონ ნელის ეხმარებიან ხათუნას მოვლაში, აბანავებენ მას, უმუშავებენ ნაწოლებს, უცვლიან სანაციურ მილებს.

მაგრამ ამ ოჯახის პრობლემებს მხოლოდ ერთი ფონდი ვერ გადაწყვეტს. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, შესაძლებლობის ფარგლებში ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ხათუნას!

თუ გაქვთ საშუალება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხათუნა ჭაღიაშვილი) ან პირდაპირ ფონდის ვებ გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/150/

გვჯერა, რომ ერთიანი ძალებით ხათუნა ისევ დაიბრუნებს ჯანმრთელობას და სილამაზეს!







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42