თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
საზოგადოება - 14:43, 11 Sep, 2016     2267

ნაძალადევის რაიონში, თემქაზე, ურეკის ქუჩა №4-ში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო.

შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შვილებთან, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ თორდინავასთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ტყემალაძესთან და სამშენებლო კომპანია ,,BUILD TERRITORY’’-ს წარმომადგენლებთან ერთად ჩადო.

ბაღი ყოფილი №113 ბაღის ტერიტორიაზე შენდება. ორსართულიანი შენობა 1 483 კვ.მ-ზე განთავსდება. ბაღში 10 ჯგუფი (2 ბაგა) გაიხსნება და სკოლამდელი განათლების მიღებას 400-მდე ბავშვი შეძლებს. ბაღში 65-მდე ადამიანი დასაქმდება.

თბილისი მერის განცხადებით, საარჩევნო დაპირებები სრულდება და ბაღების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ეს მეოთხე საბავშვო ბაღია, რომლის მშენებლობაც დავიწყეთ და მომდევნო წლის მაისის ბოლოს დავამთავრებთ. წელს კიდევ ექვსი ახალი ბაღის მშენებლობას დავიწყებთ. სამი ახლად აშენებული ბაღი კი უკვე მზად არის და უახლოეს მომავალში გავხსნით, რათა დამატებით მივიღოთ აღსაზრდელები. ასე რომ, მომდევნო წლის ბოლოს, ყველა ის ძირითადი დანაპირები, რაც გვქონდა ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით, გვექნება შესრულებული“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

აღსანიშნავია, რომ თემქაზე მშენებარე ბაღის შენობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42