თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები კვებითი მომსახურების ახალ სტანდარტზე გადადიან
საზოგადოება - 13:10, 10 Sep, 2016     23590
თბილისის საჯარო ბაღებში ბავშვთა კვების უფრო მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები კვებითი მომსახურების ახალ სისტემაზე გადადიან.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ბაღის აღსაზრდელთა კვების უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონული პროცედურაში კომპანია „ელფმა“ გაიმარჯვა. ელექტრონული პროცედურის ტექნიკური დავალების პირობების თანახმად, თბილისის ყველა საბავშვო ბაღს კვებით მომსახურებას სწორედ აღნიშნული კომპანია გაუწევს, რაც ბაღებს ათეულობით სხვადასხვა კომპანიასთან ურთიერთობის ვალდებულებისგან გაათავისუფლებს.

კომპანია „ელფის“ წარმომადგენლები, სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად, დღეს ბაგა-ბაღების დირექტორებს შეხვდნენ და კვებითი მომსახურების ახალ სისტემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. სამუშაო ხასიათის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანია „ელფი“ უზრუნველყოფს ISO 9001-2008-ისა და HACCP-ის სტანდარტის დანერგვას თბილისის მასშტაბით არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვებით მომსახურების მენიუს შესაბამისად, კალორაჟის დაცვით.

მომსახურების გაწევის პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულებას იღებს, თავად უზრუნველყოს კვების ბლოკის ყოველდღიური დასუფთავება და საკვები პროდუქტების ნარჩენების ყოველდღიური გატანა სპეციალიზებული ჭურჭლით, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სისუფთავე კვების ბლოკში, ყოველთვიურად ჩაატაროს გენერალური დასუფთავება და დეზინფექცია.

გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს კვების ობიექტზე მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულებას და ობიექტის გამართულად ფუქციონირებისათვის საჭირო დანადგარების შეკეთებას;

ამასთან, მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია, კვებითი მომსახურება უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში უკვე დასაქმებული სამზარეულოს პერსონალით (მზარეული, მზარეულის დამხმარე(-ები), დამლაგებელი, მრეცხავი და სამეურნეო ნაწილის კორდინატორი).

„ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო. ბევრ მნიშვნელოვან კითხვას გაეცა პასუხი. ჩემი აზრით, საკმაოდ სერიოზული განაცხადი გაკეთდა ბაღების კვებითი მომსახურების უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლის კუთხით. პრაქტიკა ბევრ რამეს გამოაჩენს, თუმცა ეს ბევრად უკეთესი შესაძლებლობაა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო კოორდინირებული და ორგანიზებული იქნება ბაღებში კვებითი მომსახურება“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42