ფესტივალის ფარგლებში, ხაშურს 6 ქვეყნის დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები სტუმრობენ. კერძოდ, ლიტვიდან (რადვილიშკისი), ლატვიიდან (ბაუსკა), პოლონეთიდან (ტარნოვი), ბელორუსიიდან (გორკი), შვედეთიდან (ჰედემორა) და უკრაინიდან (ნოვოგრად-ვოლინსკი).
საფესტივალო ღონისძიებები ხაშურის ქალაქის პარკში 10:00 საათიდან დაიწყება. გაიმართება გოგონათა რესპუბლიკური ტურნირი ფეხბურთში, ქართული ჭიდაობის ტურნირი, ჭადრაკის ჩემპიონატი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა და ადგილობრივი შემსრულებელის კონცერტი.
ფესტივალის ფარგლებშივე გაიხსნება ახალი სკვერი ყაზბეგის ქუჩაზე, სადაც ეთნოგრაფიული გამოფენები მოეწყობა.
ფესტივალის პირველ დღეს დაჯილდოვდებიან ხაშურის საპატიო მოქალაქეები. ღონისძიებებს ჯგუფ „ეგარის“ მონაწილეობით საზეიმო კონცერტი დაასრულებს.
ფესტივალის მეორე დღე, 11 სექტემბერი ცნობილი უკრაინელი პოეტი ქალის, ლესია უკრაინკას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაეთმობა. სურამში, ლესია უკრაინკას მუზეუმსა და სკვერში საზეიმო ღონისძიებები და ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






