მუნიციპალური განვითარების ფონდმა სასახლის რეაბილიტაცია 2015 წლის მიწურულს დაიწყო და მალევე, მიწისქვეშ აღმოაჩინა უძველესი ნაგებობების ფრაგმენტები, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სწავლობს.
ორსართულიანი სასახლე ხობის მონასტრის გალავნის დასავლეთ ნაწილშია ჩაშენებული. შენობა სანახევროდ დანგრეულია და შემორჩენილია მხოლოდ გარე კედლების ნაწილები. პროექტი ითვალისწინებს სასახლის სრულ რეაბილიტაციას - აღდგება მორღვეული კედლები, გაკეთდება სართულშუა გადახურვა. მოეწყობა იატაკები და კარ-ფანჯრა. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია არა მარტო უზრუნველყოფს მის დაცვას, არამედ ხელს შეუწყობს ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას.
მასალის გამოყენების პირობები