აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირი, საერთაშორისო ლაბორტორია ”CYLAND” და არტცენტრი “ПУШКИНСКАЯ-10” წარმოადგენენ თანამედროვე ხელოვნების გამოფენას - ”სფუმატოს”, რომელიც გაიმართება 2016 წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით აფხაზეთის ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში.
გახსნა 20 სექტებერს 18 საათზე, თბილისში, უზნაძის ქ. №68.
ცნობისთვის: მედია არტ ლაბორატორია ”CYLAND” არის სამხატვრო ლაბორატორია, რომელმაც გააერთიანა მხატვრები, კრიტიკოსები, კურატორები, პროგრამისტები, ინჟინრები და მედია-აქტივისტები მთელი მსოფლიოდან. CYLAND-ი „სფუმატო“-ს გამოფენაზე წარადგენს ელენა გუბანოვას, ივან გოვორკოვის, ალექსანდრა დემენტევას, ლუდმილა ბელოვას, ანნა ფრანცის, ალექსანდრ ტერებენინის, ალექსანდრ შიშკინ-ხოკუსაის, სერგეი კომაროვის და ალექსეი გრაჩოვის ინსტალაციებს.
არტ-ცენტრი ”პუშკინსკაის-10” ექსპოზიციაში წარადგენს ცნობილი პეტერბურგელი მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრებს, რომლებიც ატარებენ ექსპერიმენტებს ფოტოგრაფიის ანალოგურ და ციფრულ შესაძლებლობებში. ფოტოგრაფია, როგორც რეალობის ფიქსაცია ფიზიკური და ქიმიური პროცესების დახმარებით ახდენს რეალობის ტრანსფორმაციას და ჩვენს თვალწინ ირაციონალური, პარალელური სივრცე წარმოიშვება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ანდრეი ჩეჟინის, ბორის სმელოვის, ალექსანდრე რეცის, ალექსანდრე სოკოლოვის, სერგეი ფალინის, სერგეი კოვალსკის, ანდრეი (ვილი) უსოვის ნამუშევრები.
მასალის გამოყენების პირობები