"აგიტაცია მმართველი პარტიის სასარგებლოდ" - ივანიშვილის სატელევიზიო პროექტს არასამთავრობოები აპროტესტებენ
საზოგადოება - 19:19, 08 Sep, 2016     2267
არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილის რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრებს და მის გადაცემებს განცხადებით პასუხობენ.
მესამე სექტორში, მიაჩნიათ, რომ გადაცემის მთავარი მიზანი მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაა და თავისი არსით არ განსხვავდება წინასაარჩევნო რეკლამისგან.

არასამთავრობო ორგანიზაციები აუდიტის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიისგან ბიძინა ივანიშვილის მედიასთან შეხვედრების ფორმატის შესწავლას ითხოვენ.
"ტელეკომპანია GDS-ზე პირველი სექტემბრიდან დაიწყო გადაცემათა ციკლი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ეთერში ხვდება ქვეყნის ათივე რეგიონის ადგილობრივ ჟურნალისტებს, გადაცემა წინასაარჩევნოდ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს გავა ეთერში.

გადაცემის ფორმატი ანონსიდანვე გულისხმობდა მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას. ვიდეორგოლიდან ჩანს, რომ გადაცემების ციკლში ბიძინა ივანიშვილი სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრებს თუ „რატომ არ ჰყავს „ქართულ ოცნებას” ალტერნატივა.“ ანონსის ვიდეოში დემონსტრირებულია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერი და სიმბოლიკა. გადაცემის ფორმატიდან და შინაარსიდან ცხადად იკვეთება, რომ გადაცემის მთავარი მიზანი მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაა და თავისი არსით ფაქტობრივად არ განსხვავდება წინასაარჩევნო რეკლამისაგან.

თუ გადაცემა ფორმალურადაც სარეკლამო სტატუსის მატარებელი იქნებოდა, მას უნდა დაეკმაყოფილებინა „საარჩევნო კოდექსის“ 50-ე და 51-ე მუხლით განსაზღვრულ წინასაარჩევნო რეკლამის რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც, რეკლამა შეიძლება იყოს ფასიანი ან უფასო, უნდა გააჩნდეს განსაზღვრული ქრონომეტრაჟი, მითითებული უნდა ჰქონდეს ინფორმაცია დამკვეთის შესახებ და ა.შ.

ვინაიდან გადაცემა ოფიციალური წინასაარჩევნო რეკლამის სტატუსით არ გადის, ეს ქმედება შესაძლოა წარმოადგენდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებული იურიდიული პირისგან უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით მიღებული მომსახურებას, რაც იმავე ნორმის თანახმად შემოწირულებად ითვლება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ თითოეული გადაცემა ტელეკომპანია GDS-ის მხრიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლო განხორციელებულ შემოწირულებად უნდა ჩაითვალოს.

ასევე, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სატელევიზიო ფორმატი წინასაარჩევნო პერიოდში უგულებელყოფს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებულ „საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” რამდენიმე პრინციპს. მათ შორის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მოუწოდებს მაუწყებლებს „საარჩევნო პერიოდში გამიჯნოს სახელმწიფოებრივი და პარტიული ფუნქციების შესრულება, რათა დაიცვას მიუკერძოებლობის, ობიექტურობის პრინციპები და უზრუნველყოს ბალანსი.” აღნიშნული ფორმატი კი ბალანსის დაცვას არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის ფაქტობრივად გამორიცხავს, რადგან გადაცემების ციკლი მთლიანად მმართველ პოლიტიკურ გუნდთან ასოცირებულ პირთან ინტერვიუებს გულისხმობს. ასევე საყურადღებოა, რომ გადაცემებში ხშირად გამოითქმის სხვა პოლიტიკური სუბიექტების მიმართ კრიტიკული მოსაზრებები, თუ ბრალდებები, ხოლო მათზე რეაგირების ან პასუხის გაცემის საშუალებას იგივე ფორმატი სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს არ აძლევს.

მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს ტელეკომპანია GDS-ის ზემოაღნიშნული გადაცემათა ციკლი და ჩამოთვლილი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში ამ ქმედებებს მიანიჭოს პოლიტიკური შემოწირულების სტატუსი. ასევე, დაიანგარიშოს მომსახურების ღირებულება და დაადგინოს, თუ რამდენად ჯდება იგი იურიდიული პირისგან კანონით დაშვებული შემოწირულების 120 000 ლარიან წლიურ ლიმიტს.

ასევე, მივმართავთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, შეისწავლოს, თუ რამდენად შეესაბამება ტელეკომპანია GDS-ის ქმედება წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობისა და „საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ სტანდარტებს, ხოლო დარღვევის არსებობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

მოვუწოდებთ აღნიშნულ უწყებებს, დროულად შეისწავლონ განცხადებაში დასმული საკითხი და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ მიღებული ზომების შესახებ. ასევე, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს აქტიურო მონიტორინგი აწარმოონ სხვა მედია საშუალებებზეც მსგავსი ტიპის დარღვევების დროულად გამოვლენისა და შესაბამისი ზომების მისაღებად"- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42