"Man"-ის სპეციალისტები თბილისისთვის განკუთვნილი ავტობუსების ბოლო დეტალებზე მუშაობენ
საზოგადოება - 16:22, 07 Sep, 2016     6194
დავით ნარმანია პოლონეთში ვიზიტს განაგრძობს. თბილისის მერი მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალურ დირექტორთან, ნუგზარ ჭეიშვილთან და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარესთან, ლევან დარახველიძესთან ერთად დღეს ქალაქ სტარახოვიცეში იმყოფებოდა, სადაც ვიზიტის ფარგლებში გერმანული კომპანია "MAN Truck & Bus AG"-ის რიგით მეორე ქარხანა დაათვალიერა და თბილისისთვის განკუთვნილი ახალი ავტობუსების აწყობის პროცესს პირადად დაესწრო. "Man"-ის სპეციალისტები, ამ დროისათვის, ბოლო დეტალებზე მუშაობენ. სტარახოვიცეს ქარხნიდან აწყობილი ავტობუსები "Man"-ის პოზნანის ქარხანაში გადაიგზავნება, საიდანაც კომპანია ახალ ავტობუსებს თბილისში ჩამოიყვანს.

გერმანული კომპანია "MAN Truck & Bus AG" -ი ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია. ტარახოვიცეში 1999 წელს აშენებული ქარხანა, სადაც, ახალი ავტობუსების ნაწილები ეწყობა, 261.804 მ2 ტერიტორიაზეა განთავსებული და "Man"-ის ყველა სახის ავტობუსის წარმოებაა შესაძლებელი. აქ 2006 წლიდან აწარმოებენ CNG საწვავზე მომუშავე ძრავებით აღჭურვილ საქალაქო ავტობუსებს, რომლებიც სხვა მოდელებთან შედარებით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიების შემცირებას.

ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსები მიმდინარე წლის შემოდგომიდან ქალაქის მასშტაბით არსებულ გრძელ დისტანციებსა და ფართო გამტარუნარიან ქუჩებზე ივლის. გარდა ამისა, თბილისში მიმდინარეობს ახალი მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობაც, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ის სერვისი, რაც ახალი ავტობუსების ექსპლუატაციისთვის არის საჭირო. ავტობაზა მისი მასშტაბითა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული აღჭურვილობით “Man”-ის ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს.
ავტობაზის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სხვადასხვა ობიექტის მშენებლობა, მათ შორის : ადმინისტრაციული შენობა, გამშვები პუნქტი, სერვისცენტრი, საწვავგასამართი სადგური, სამრეცხაო, 377 ავტობუსის ტევადობის ღია სადგომი, დაცვის ჯიხურები და სხვა დამხმარე ნაგებობები.

ავტოპარკის განახლების პროექტი EBRD-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა. EBRD-ის სასესხო რესურსმა შეადგინა 27 მლნ ევრო, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა "E5P" 7 მლნ ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42