ბუდაპეშტის N6-ში რეაბილიტირებულ სტადიონი გამგებელმა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად გახსნა
საზოგადოება - 14:01, 07 Sep, 2016     1642
საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტის ქუჩის N6-ში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. ახლადგახსნილ სტადიონზე საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და განხორციელებული პროექტის შესახებ მათი შეფასებები მოისმინა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა თაობის ქართველი ფეხბურთელები: ოთარ გაბელია, გიორგი ნემსაძე, გიორგი დევდარიანი, რომლებმაც სტადიონზე მყოფ პატარებს მცირე მასტერკლასი ჩაუტარეს.

„ჩვენი წინა თაობები გაიზარდნენ ზუსტად ამ ქუჩის ფეხბურთით. მიხარია, რომ ამდენ კორპუსში ბავშვებს ექნებათ საშუალება ითამაშონ და თუ დიდი ფეხბურთელები არ გამოვლენ, ჯანსაღი ცხოვრების წესით მაინც იცხოვრებენ. მისასალმებელია ასეთი ინფრასტრუქტურის არსებობა ჩვენს ქალაქში,“ - განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

ახალი სპორტული მოედანი ბუდაპეშტისა და ტაშკენტის ქუჩებს შორის არსებულ დასახლებას მოემსახურება. მომავალ წელს კი მოედნის მიმდებარედ გამგეობა სკვერს მოაწყობს.

“15-ზე მეტი სტადიონის რეაბილიტაცია მოვახერხეთ წელს საბურთალოზე. მინდა ვთქვა, რომ პირდაპირპროპორციულია აღნიშნული სტადიონების გახსნა-რეაბილიტაცია, საქართველოში ყველაზე საყვარელი სპორტის სახეობის, ფეხბურთის განვითარებისათვის. ვხედავთ, რომ არაკომფორტული ინფრასტრუქტურა იწვევს ჩავარდნას ამ სფეროში, შესაბამისად, აუცილებელია ამ ინფრასტრუქტურის განვითარება,“- განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42