Cnick (კნიკი) არის ხის პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ ბუნებრივ მასალებსა (ხე, ძვირფასი ქვები) და თანამედროვე ტექნოლოგიებს.
მისი საშუალებით, მომხმარებელი განახორციელებს გადახდებს ტერმინალებსა და ტრანსპორტში. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ორგანიზაციების საშვების მიმაგრება.
მომხმარებელს აღარ მოუწევს მრავალი ტიპის ბარათით გავსებული საფულის ტარება და დროის დაკარგვა სხვადასხვა ოპერაციის შესრულებისას (გადახდები, დაწესებულებებში შესვლა, ლოიალობის ქულების დაგროვება და ა.შ.), ყოველივე აღნიშნულ ფუნქციას შეითავსებს სპეციალურად მათთვის, საკუთარი დიზაინით დამზადებული სამკაული. ერთი კნიკით შეძლებენ გადაიხადონ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და თავი იგრძნონ გამორჩეულად.
ასევე, კნიკი თავსებადია NFC მობილურ აპლიკაციებთან, რაც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, მიამაგროს საჭირო ლინკები, ინფორმაცია და ფაილები საკუთარ ბეჭედს და მარტივად, ბეჭდის ტელეფონზე ერთი მიდებით გაუზიაროს სხვებს.
კნიკი მომხმარებლების უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს, გარკვეულ შემთხვევებში, მისი მეშვეობით სიცოცხლის გადარჩენაცაა შესაძლებელი. კერძოდ, კნიკში ჩატვირტული იქნება პირველადი სამედიცინო ინფორმაცია (გადატანილი დაავადებები, სისხლის ჯგუფი, ალერგიუობა და ა.შ.) რომელზე წვდომა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს ექნება.
გუნდი თავისუფალი უნივერსიტეტის 4 სტუდენტისგან შედგება:
კობა ცერცვაძე - თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა
გიორგი მიქაცაძე - თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა
დავით კვიციანი - თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა
ნიკა ჩხარტიშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლა
მასალის გამოყენების პირობები






