საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს;
8. გიორგი ცინცაძე უკანახაზელი
3. მაიკლ დიქსონი უკანახაზელი
10. დუდა სანაძე უკანახ/ფორვ.
2. ბესიკ ლეჟავა უკანახაზელი
5. ლუკა ზაქრაძე უკანახაზელი
6. ანატოლი ბოისა უკანახ/ფორვ.
16. კახა ჯინჭარაძე უკანახ/ფორვ
23. თორნიკე შენგელია ფორვარდი
13. ვიქტორ სანიკიძე ფორვარდი
15. ბექა ბურჯანაძე ფორვარდი
7. ზაზა ფაჩულია ცენტრი
9. გიორგი შერმადინი ცენტრი
33. ბექა ბექაური ფორვ/ცენტრი
2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე უკვე გასულია 13 ნაკრები და ამ საკვალიფიკაციოში მონაწილე 27 ნაკრებისთვის 11 საგზური გათამაშდება. ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირი გზით გავა ჯგუფის გამარჯვებული და არსებული 7 შესარჩევი ჯგუფის 4 საუკეთესო მეორეადგილოსანიც მიიღებს ევრობასკეტის საგზურს. მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატი წინამორბედის მსგავსად 4 ქვეყანაში ჩატარდება. ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ ისრაელი, ფინეთი, რუმინეთი და თურქეთი, ხოლო პლეი ოფის შეხვედრები თურქეთში გაიმართება. შესარჩევი ტურნირი 17 სექტემბერს დასრულდება და ფინალურ ეტაპზე გასული გუნდებისთვის კენჭისყრა ნოემბერში გაიმართება, რის შემდეგაც ისინი შესაბამის ჯგუფებში განაწილდებიან.
მასალის გამოყენების პირობები