თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
საზოგადოება - 16:54, 06 Sep, 2016     2343

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატის შესარჩევად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კონკურსს აცხადებს.

"პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად:

სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ოპერისა და ბალეტის თეატრში − პროფესიით დირიჟორი ან უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე სხვა პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში − სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი.

სამხატვრო ხელმძღვანელი არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი; პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე; უზრუნველყოფს დირიჟორის (დირიჟორების) და რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით; უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორს, მთავარ დირიჟორს, მთავარ ბალეტმაისტერს, მთავარ ქორმაისტერს, მთავარ მხატვარს; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს სამხატვრო საბჭოსთან შეთანხმებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს თეატრის დირექტორის კანდიდატურას; თეატრის დირექტორთან ერთად წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს.

კანდიდატთა წარდგენის წესი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს მუსიკალური ან/და თეატრალური საქმიანობით დაკავებულ (უმაღლესი განათლების მქონე) ფიზიკურ პირს, რომლის მონაცემებიც შეესაბამება კონკურსის პირობების მოთხოვნებს.

კონკურსში მონაწილეობისათვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:

  • წარდგინება მინისტრის სახელზე;
  • კანდიდატის მიერ შედგენილი თეატრის განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო პროგრამა და სამუშაო გეგმა, ასევე უნდა მოიცავდეს ხედვას თეატრის დებულებასა და სტრუქტურაზე.
  • კანდიდატის საკონკურსო პირობებით გათვალისწინებულ და მის მიერ წარმოდგენილ თეატრის განვითარების ოთხწლიან სამოქმედო პროგრამასა და სამუშაო გეგმაში აუცილებლად უნდა მიეთითოს, თუ ვის მოიაზრებს თეატრის დირექტორის, მთავარი დირიჟორის, მთავარი ქორმაისტერისა და მთავარი მხატვრის თანამდებობებზე. განვითარების გეგმას თან უნდა ახლდეს სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატის მიერ ამ თანამდებობებზე წარდგენილი პიროვნებების წერილობითი თანხმობა.
  • კანდიდატის ვრცელი შემოქმედებითი CV, განხორციელებული დადგმების და/ან კონცერტების ჩამონათვალი, ამონარიდები რეცენზიებიდან;
  • კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ან პასპორტის ასლი;
  • კანდიდატის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • კანდიდატის ფოტოსურათი;
  • საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ბეჭდურ და ელექტრონულ ფორმატში თითო-თითო ეგზემპლარად.


გადაწყვეტილების მიღების წესი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატის კონკურსის წესით შესარჩევი დროებითი სარეკომენდაციო საბჭო, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შეარჩევს შესაბამის კანდიდატს და დასანიშნად წარუდგენს მინისტრს;
საბჭოს წევრებს არა აქვთ კანდიდატთა წარდგენის და საინიციატივო ჯგუფებში მონაწილეობის უფლება.

დოკუმენტაციის მიღების ვადები
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2016 წლის 6 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის 17.00 სთ-მდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.
მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტელ: 293 14 88.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42