კომპანია "თელასის" ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 7 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყვარლის, მესხეთის, ტვიშის და მეველის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






