ჩვენმა თანამემამულეებმა გელა დუმბაძეს მოუთხრეს მათი საქმიანობის შესახებ დიდ ბრიტანეთში და გააცნეს საკუთარი ნამუშევრები. წარმოდგენილი იყო მხატვრული ტილოები ფერწერასა და გრაფიკაში, ემალის ნაკეთობები, თექის ნაწარმი.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს თანამედროვე ხელოვნებაში გამოკვეთილ ტენდენციებზე, იმსჯელეს იმ პერსპექტივებზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში არსებობს მხატვრული შემოქმედების პოპულარიზაციის თვალსაზრისით და შეთანხმდნენ, დაიწყონ ფიქრი ქართველ მხატვართა გამოფენის ფორმატზე, რომელიც, ერთი მხრივ, გაზრდის ქართველ ხელოვანთა ინდივიდუალურ ცნობადობას, ხოლო მეორე მხრივ - ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას დიდ ბრიტანეთში.
სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა ქართველ მხატვრებთან მოეწყო საქართველოს საელჩოში. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და გაერთიანებულ სამეფოში - თამარ ბერუჩაშვილი და საელჩოს თანაშრომლები.
მასალის გამოყენების პირობები






